“უჭირს გადაადგილება…წონასწორობის დაცვა…ვერ შეძლო შეხვედრაზე დიდხანს დარჩენა”- თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილზე

მესამე პრეზიდენტი მოინახულა დღეს ციხეში მისმა უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ. მედიასთან მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე დიდი ხნით დარჩენა ვერ შეძლო, რადგან მას გადაადგილება, წონასწორობის დაცვა უჭირს.

“პრეზიდენტი არის შეუძლოდ და მან ვერ მოახერხა უბრალოდ დიდი ხანი დარჩენილიყო შეხვედრაზე. ეს უკვე შესამჩნევია არაპროფესიონალისთვის, ჩემთვის მაგალითად, უჭირს გადაადგილება, უჭირს ერთ ადგილზე დგომა, წონასწორობის დაცვა. ჩემი შეფასებით, და ეს არის არა ექიმის მოსაზრება, მისი მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე ვიდრე იყო რდამდენიმე დღის წინ…. პრაქტიკულად

ვერ იღებს საკვებს”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

 

მისი განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share