”ვერ მივ­ხვდი ვინ იყო, ვერ ვი­ცა­ნი“ – რას ჰყვება უკრაინელი ბიჭი, რომელმაც ანჯელინა ჯოლი “არ შეიმჩნია”

30 აპ­რილს ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ლვოვ­ში ჩა­ვი­და. ცხელ წერ­ტილ­ში ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­კვლა­ვის სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ომ პირ­ვე­ლად ლვო­ვის ყა­ვის სახ­ლში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან შე­ი­ტყო. კადრში ჩან­და, რომ ან­ჯე­ლი­ნა კა­ფე­ში შე­ვი­და, მას­პინ­ძლებს გულ­თბი­ლად უღი­მო­და და სა­მახ­სოვ­რო წიგნ­შიც რა­ღაც ჩა­წე­რა. ვი­დეო ვირუ­სუ­ლი გახ­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ ფაქ­ტმა გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა, რომ კა­ფე­ში მჯდარ­მა ბიჭ­მა, რო­მელ­საც ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თა და ტე­ლე­ფონ­ში რა­ღა­ცას უყუ­რებ­და ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი არ შე­იმ­ჩნია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ან­ჯე­ლი­ნა ლვო­ვის რკი­ნიგ­ზის სად­გურს ეს­ტუმ­რა და მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა, შემ­დეგ კი სა­ა­ვამდყო­ფო­ში ომის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ ყვე­ლას ინ­ტე­რე­სი ერ­თი­ა­ნად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და იპო­ვა ბიჭი, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან მშვი­დად იჯდა…

ბიჭს იუ­ლი­ა­ნი ჰქვია, ის 14 წლი­საა და წელს მე-8 კლასს ამ­თავ­რებს. იმ დღეს იუ­ლი­კი, რო­გორც მას მე­გობ­რე­ბი ეძა­ხი­ან, კა­ფე­ში შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. ბიჭი ვე­ლო­სი­პე­დის სა­ჭის წა­მო­სა­ღე­ბად მი­დი­ო­და და რად­გან სა­მარ­შრუ­ტო ტაქსს და­აგ­ვი­ან­და, გა­და­წყვი­ტა რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ჩე­რე­ბას­თან ახ­ლოს კა­ფე­ში შე­ევ­ლო და რამე ეჭა­მა.

“მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქი, ყურ­სას­მე­ნე­ბი მე­კე­თა. უცებ გა­ვი­გე, რომ ვი­ღაც ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კობ­და. ვი­ფიქ­რე, რომ “ინ­სტაგ­რა­მის” რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. რა­ტომ­ღაც ვერ შე­ვამ­ჩნიე, და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი ვინ იყო, ვერ ვი­ცა­ნი“, – უთხრა ბიჭ­მა ჟურ­ნა­ლისტს და და­ა­მა­ტა, რომ ჯო­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბევ­რი ფილ­მი უნა­ხავს, ​​მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ის სულ სხვა­ნა­ი­რია.

იუ­ლიკ­მა ასე­ვე თქვა, რომ იმ მო­მენ­ტში ის მუ­სი­კას უს­მენ­და და “ინ­სტაგ­რამ­ზე” პოს­ტებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. მერე კი სახ­ლში წა­ვი­და.

“შინ მი­ვე­დი, დე­და­ჩემ­მა მაჩ­ვე­ნა ვი­დეო, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ­მა გა­უგ­ზავ­ნა, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ. გზად სახ­ლის­კენ, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ უკვე ყვე­ლა ჩემ­ზე წერ­და, თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს რე­ა­ლუ­რია და მაგ­რამ ასე მგო­ნია, რომ გა­ვიღ­ვი­ძებ და ეს ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რე­ბა“, – ამ­ბობს იუ­ლი­კი.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share