“პუტინის გულუხვობასა და სიკეთეს საზღვრები არ აქვს” – თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და რუსი ბიზნესმენის, ვაგიტ ალეკპეროვის შესახებ წერს.

„ვლადიმერ პუტინმა დღეს ვაგიტ ალეკპეროვი სამშობლოს ერთგულებისთვის პირველი რანგის ორდენით დააჯილდოვა. ესა არის კაცი, რომელმაც პოსტი დატოვა, ყველა და ყველაფერი დაივიწყა და ქვეყანა დატოვა. ჩვენი ქვეყნისა და პრეზიდენტის რკინის ხელი მოწყალეა, ის მაინც დააჯილდოვა, პუტინის გულუხვობასა და სიკეთეს საზღვრები არ აქვს“ – წერს კანდელაკი „ტელეგრამზე“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share