უკრაინული მედია წერს, რომ კადიროვი იმ სოფლის გათავისუფლების შესახებ იტყობინება, რომელიც საომარი მოქმედებებისგან მოშორებით მდებარეობს.
„დაუძლეველმა ტიკ-ტოკ მეომარმა კადიროვმა თავის telegram არხში გამოაცხადა თავისი არმიის კიდევ ერთი გამანადგურებელი გამარჯვება. მან ლუგანსკის სოფელ სვეტლიჩნოიეს აღების შესახებ დაწერა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ სვეტლიჩნოე უკვე 8 წელია, 2014 წლიდან, ლუგანსკის ტერორისტებმა დაიპყრეს, გვაინტერესებს ვისგან წმენდენ ამ სოფელს? იქამდე, სადაც ნამდვილი ბრძოლები მიმდინარეობს, დაახლოებით 135 კილომეტრია“ – წერს უკრაინული მედია.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, საკუთარ Telegram არხზე მართლაც იტყობინება, რომ მისმა ჯარმა, სოფელი სვეტლიჩნოე “გაათავისუფლა”.