ერთი ადამიანი ემსხვერპლა გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან ატყობინებენ, შემთხვევა ოზურგეთი-ჩოხატაურის ავტომაგისტრალის დვაბზუს მონაკვეთზე მოხდა, სადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევა საღამოს მოხდა. მიზეზი კი გახდა ის, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე, არ იყო შესაბამისი საგზაო ნიშნები, რის გამოც ოზურგეთში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მსუბუქი მარკის ავტომანქანას მართავდა, ვერ შენიშნა მიმდინარე სამუშაოები და იქვე მდგარ ტრაქტორს შეეჯახა.
გარდაცვლილი ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები ხუთი შვილი მამაა.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს მიტოვებული ტრაქტორი, დვაბზუში, ცენტრალური გზისკენ მიბრუნებული კომშით, პირდაპირ გზაზე იდგა.
მძღოლმა ვერ შენიშნა ის და ავტომანქანა პირდაპირ კომშის ქვეშ შევარდა.