იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის გვარდიამ დააკავა იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.
მედიის ცნობით, იახტა Scheherazade კეიმანის კუნძულებზე ერთ-ერთი რუსი ოლიგარქს როსნეფტის ყოფილ ხელმძღვანელის, ედუარდ კუიდანატოვის სახელზეა რეგისტრირებული. ის სანქციებირებულთა სიაში არაა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებასთანაა კავშირში.
მედია აცხადებს, რომ რეალური მფლობელის დადგენა იახტასთან დაკავშირებული მრავალი კომპანიის გამო განსაკუთრებით რთულია.
La Stampa ეყრდნობა აშშ-ს დაზვერვას, რომლის ცნობით ეს მეგა-გემი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საკუთრებაშია. Scheherazade 140 მეტრის სიგრძისაა და 700 მილიონი დოლარი ღირს.
იახტა იტალიის ხელისუფლებამ იმ კანონის შესაბამისად დააკავა, რომელიც ტერორიზმთან და ომთან დაკავშირებული ქონების პრევენციულ გაყინვას ითვალისწინებს.