უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილის გაუქმების მიზეზი დაასახელა. უწყება ამბობს, რომ რუსული ოპოზიციის ინფორმაციით, რეალური მიზეზი არა ამინდი, არამედ ზოგიერთ ქალაქში, რუსული თვითმფრინავებისა და უკრაინული პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემების “შეხვედრის” რისკი გახდა.
შეგახსენებთ, რუსეთმა გააუქმა 9 მაისს აღლუმის საჰაერო ნაწილი მოსკოვში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, სამარაში, დონის როსტოვსა და სხვა დიდ ქალაქებში.