ცნობილი რუსი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც პუტინს ღიად დაუპირისპირდნენ

ორ თვე­ზე მე­ტია, რაც უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას ებ­რძვის. ომში ჩარ­თუ­ლია არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ბევ­რი მათ­გა­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე, ია­რა­ღით ხელ­ში იბ­რძვის. ნა­წი­ლი მო­ხა­ლი­სედ, მუ­შა­ობს ან სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში თან­ხას აგ­რო­ვებს ომით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად.

ამ დროს რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილ­მა პუ­ტი­ნის მხა­რე და­ი­ჭი­რა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს. მათ შო­რის იყ­ვნენ ნა­ტა­შა კა­რა­ლი­ო­ვა, სტას ბონ­და­რენ­კო, ლო­ლი­ტა და სხვე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არი­ან რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ღიად გა­მო­უ­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რა და ე.წ. სპე­ცი­ა­ლურ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას, რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი – სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი უწო­დეს.

ვნა­ხოთ, ვინ არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის დამ­პყრობ­ლურ პო­ლი­ტი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან:

ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი

რუსი მუ­სი­კო­სი ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი 2014 წლი­დან გმობს პუ­ტი­ნის რე­ჟიმს და ომს უკ­რა­ი­ნა­ში. მას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ “უკ­რა­ი­ნის გამო სული სტკი­ვა”, რად­გან მას მშობ­ლი­უ­რად თვლის.

ლია ახე­ჯა­კო­ვა

მსა­ხი­ობ­მა ლია ახე­ჯა­კო­ვამ არა­ერ­თხელ და­უ­ჭი­რა მხა­რი უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­ჩა­ღე­ბულ ომში. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ უნდა იღუ­პე­ბოდ­ნენ დამ­პყრობ­ლე­ბის ტყვი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც პუ­ტინ­მა მათ და­უ­მიზ­ნა. იგი ასე­ვე მხარს უჭერს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და ამ­ბობს, რომ მისი წყა­ლო­ბით უკ­რა­ი­ნა გა­დარ­ჩე­ბა.

მაქ­სიმ გალ­კი­ნი

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღეს, მაქ­სიმ გალ­კინ­მა ომი დაგ­მო. ვი­ნა­ი­დან რუ­სეთ­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში მო­უ­წია გა­დას­ვლა, რათა რო­გორ­მე თავი და­ეც­ვა. გალ­კი­ნი თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ის გამო სამ­შობ­ლო­ში “აკ­რძა­ლეს“, მაგ­რამ არ ნა­ნობს. შო­უ­მენ­მა ის­რა­ელ­ში კონ­ცერ­ტე­ბი უკვე და­ა­ა­ნონ­სა და თან­ხის ნა­წილს უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს გა­დას­ცემს.

ალექ­სეი პა­ნი­ნი

მსა­ხი­ო­ბი ალექ­სეი პა­ნი­ნი მტკი­ცედ უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას სის­ხლი­ან ომში. მას არ ეში­ნია და­პა­ტიმ­რე­ბის და მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტავს ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ას და გმობს კრემ­ლის რე­ჟიმს.

ეკა­ტე­რი­ნე ვარ­ნა­ვა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკა­ტე­რი­ნა ვარ­ნა­ვა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და უკ­რა­ი­ნა­ში, მან რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა დაგ­მო და პუ­ტი­ნი გა­აკ­რი­ტი­კა.

ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი და ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი

ვარ­სკვლა­ვურ­მა წყვილ­მა დუ­მი­ლი ომი­დან მე­ექ­ვსე დღეს და­არ­ღვია. ლე­ო­ნიდ­მა მო­უ­წო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის­კენ და თქვა, რომ მშვი­დო­ბის­თვის ლო­ცუ­ლობს. ან­ჟე­ლი­კა ვა­რუმ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ლვო­ვი­დან არის, მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა ორი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. სა­დაც მო­უ­წო­დათ შე­თან­ხმე­ბის­კენ, რათა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ. ისი­ნი ასე­ვე გა­მო­ვიდ­ნენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ონ­ლა­ინ კონ­ცერ­ტზე უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

 

Face

რე­პე­რი Face უკ­რა­ი­ნის ომს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გმობს. ის გარ­კვე­ვით ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას შე­უ­ტია. უფრო მე­ტიც, ერთ-ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე მან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე და­ი­ჩო­ქა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და იმის გამო, რა­საც რუ­სე­ბი აკე­თე­ბენ მათ ქვე­ყა­ნა­ში.

ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლე

“არა ომს! არა სიკ­ვდილს! გა­ჩერ­დი, გე­ვედ­რე­ბი”, – თქვა ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში წარ­მო­მავ­ლო­ბით ლატ­ვი­ელ­მა, თუმ­ცა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რალ­მა ლა­ი­მა ვა­ი­კუ­ლემ. და დღემ­დე ის აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კას.

მა­რია მაშ­კო­ვა

უკ­რა­ი­ნა­ში სის­ხლისღვრას გმობს სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი, მსა­ხი­ო­ბი მა­რია მაშ­კო­ვა. უფრო მე­ტიც, მან დაგ­მო პუ­ტი­ნის მომ­ხრე სა­კუ­თა­რი მამა და უარი თქვა რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე. მისი თქმით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პრო­პა­გან­დაა, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, “ჭკუა გა­მო­ა­ცა­ლა იქა­ურ მა­ცხოვ­რებ­ლებს”.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share