სამართლო კდიევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება. “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე დასკვნით ეტაპზეა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გამორიცხული არ არის მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
ნიკა გვარამიას ადვოკატი გიორგი საძაგლიშვილი აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ მოსამართლე სინამდვილეში ხელისუფლების გადაწყვეტიელბას გაახმოვანებს.
როგორც განაჩენის შინაარსი, ისე მისი გამოტანის დრო არის პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილება და ის იქნება უბრალოდ გახმოვანებული სასამართლო სხდომათა დარბაზში, იმიტომ, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მოტივაციით წარმოებული. სწორედ ამის გამო, არ არის გამორიცხული, რომ დღესვე გავიდეს ბოლოში მოსამართლე და მათ შორის, გადაწყვეტილებაც ვიხილოთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გადაიდოს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ნიკა გვარამია თანხების არამზინობრივ ხარჯვაშია ბრალდებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გვარამიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” თანხები გაფლანგა.