“პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი…სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია”- პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავიეცკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე მე-20 საუკუნის დიქტატორები – ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი იყვნენ. ამ თემაზე ის ბრიტანული გაზეთის, The Telegraph-ის სტატიაში საუბრობს.

“პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. მის ხელთ უფრო მომაკვდინებელი იარაღია, მას ასევე ხელთ აქვს მედია მისი პროპაგანდის გასავრცელებლად”, – თქვა მან.

მისი აზრით, პუტინის “რუსკი მირის” იდეოლოგია მე-20 საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ტოლფასია.

მორავიეცკი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის “ამაზრზენი იდეოლოგია” წარმოადგენს “სასიკვდილო საფრთხეს მთელი ევროპისთვის” და ის მთლიანად უნდა აღმოიფხვრას. მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ პუტინს არ შეაჩერებენ, ომი მალე მთელ ევროპას მოიცავს.

“როგორც ოდესღაც გერმანია დაექვემდებარა დენაციფიკაციას, დღეს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი შანსი არის “დეპუტინიზაცია”. თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ ჩაერთვებით ამ ამოცანის შესრულებაში, ჩვენ არამარტო უკრაინას დავკარგავთ, არამედ ასევე დავკარგავთ ჩვენ სულს, თავისუფლებაას და სუვერენიტეტს”, – წერს მორავიეცკი თავის სტატიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share