“ალიანსი პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას”

NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის. იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბერლინში გამართულ შეხვედრებს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ და მათ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხი განიხილეს. ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share