ნიკა გვარამიას მეუღლის პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ – სოფო ლილუაშვილის თქმით, ის დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა:
“ძაან რთულია. არ ველოდი, გულწრფელად არ ველოდი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემ შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ – გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება” – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა