სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მძლეოსანთა ჩემპიონატიდან!
13-15 მაისს ქ თბილისში მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლემ და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის მძლეოსნობის სტადიონმა – ,, არენამ'” , ქ თბილისის ახალგაზრდულ ღია ჩემპიონატს უმასპინძლა, 2006 – 08 წწ დაბადებულთა შორის.
ჩემპიონატის მთავარი მიზანი უძლიერესი ნორჩი მძლეოსნების გამოვლენა იყო, რომლებიც ასაკოვრივ ნაკრებ გუნდს შეავსებებ და მომავალში საერთასორისო შეჯიბრებებზე იასპარეზებენ.
ღია ახალგაზრდულ ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და შეჯიბრიდან სამი ოქრო და ერთი ვერხლი წამოიღო.
ჩემპიონის ტიტული და ორი ოქრო ქეთევან მამალაძემ ბირთვის კვრაში და ბადროს ტყორცნაში მოიპოვა. ( მწვრთნელები დ, მანთიძე, მ. კოტრიკაძე)
ასევე ოქროს მფლობელი გახდა, 400 მ რბენაში მერაბ მახარაძე.
რაც შეეხება ვერცხლს, ის ოქროს აღების შემდეგ მერაბ მახარაძემ, ამჯერად სამხტომში მოიპოვა.
( მწვრთნელი მ. კოტრიკაძე)
ჩემპიონატში ასევე კონკურს გარეშე მონაწილეობდნენ 2005 წ დაბადებული სპორტსმენები ქეთევან თევზაძე და გიორგი მელივა , რომლებმაც 100, 400 და 200 მეტრ დისტანციებზე იასპარეზეს და საკუთარი შედეგები გააუმჯობესეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება