ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში “გამარჯვებულს” ავლენს: “ვაჯამებ წელს:
წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის.
წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის.
წლის გმირი: რიგითი ქართველი ექიმი.
წლის იმედგაცრუება: კორონასთან მებრძოლი “სამი მუშკეტერი”
წლის ადამიანი: ქართველი ოპოზიციონერი (ამომრჩეველიც და პოლიტიკოსიც). გაუგონარი გამბედაობის, სიმტკიცისა და თანმიმდევრულობისთვის.
წლის მთავარი (ჩამოურეცხავი) სირცხვილი – ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პოლიტიკური პატიმრობა (კარტოგრაფების საქმე)“ – წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ნიკა გვარამია.