ხვალ რომ მოუნდეთ, ნებისმიერ ჟურნალისტს ციხეში გაუშვებენ – ინგა გრიგოლია

თავისუფლება ნიკა გვარამიას! – ამ მოთხოვნით დღეს თავისუფალი მედია გაერთიანდა და რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყო. რესპუბლიკის მოედანი, რუსთაველის გამზირი და ,,მთავარი არხის”  ოფისი-სოლიდარობის მარშის მონაწილეები დღეს ამ გზას გაივლიან.

”მოდით, თავი დავანებოთ, რას ვფიქრობთ ნებისმიერი ჩვენთაგანი და მივყვეთ, რას ამბობს სახალხო დამცველი. ნიკა გაუშვეს ციხეში ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც არ ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას. დამთავრდა. ეს არის ისეთი პატიმრობა, რომელიც ყველაზე საგანგაშო სიგნალია დამოუკიდებელი მედიისთვის. კაცი ციხეში 3 წლით და 6 თვით გაუშვეს კერძო კომპანიის ავტომობილის მოხმარების გამო. ეს ისეთი საგანგაშო სიგნალია, რომ ხვალ, რომ მოუნდეთ, ნებისმიერ ჟურნალისტს გაუშვებენ ციხეში. ნებისმიერი მათი მონა მოსამართლე ამ აქტს ,,გაუპრავებს”. ასე მოექცევიან ნებისმიერ ჟურნალისტს, ვისზეც პირადი ანგარიშსწორება დასჭირდება ხელისუფლებას.

მინდა, აქედან გავამხნევო ნიკა გვარამია და აქედან ვუთხრა, გამაგრდი! თავისუფალი მედია ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ შენ გათავისუფლდე!”- აცხადებს ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share