უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქში” რუსეთ-უკარაინის ომს ეხმიანება და წერს:
“ომის პირველი ფაზის შემდეგ რუსეთმა ნატოში გაწევრების მოსურნე ფინეთი და შვედეთი და ახლო მომავალში ათასობით კილომეტრით გაზრდილი ნატო-რუსეთის საზღვარი მიიღო, რასაც კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა პუტინი, როცა დეკემბერში ნატოს მიმართ თავის ულტიმატუმს “აცხობდა” და სადაც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრების აკრძალვას ითხოვდა. ომის მეორე ფაზის შემდეგ, თუ ის იძულებული გახდა ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას, პუტინს თავზე ჩამოემხობა თავისი “ოდეკაბეც” – კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზიაცია, რომლის არსიც, წესით, ურთიერთ სამხედრო დახმარებაა და რომლის წევრებიც უკვე წინმსწრებად ამბობენ უარს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობაზე. გამოდის, რომ ომის მეორე ფაზის დასასრულს პუტინი თავის “შემოღობილშიც” ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, არამცთუ ნატოს ან ვინმეს რამე უკარნახოს. ომის მესამე ფაზა, ლოგიკურად, უკრაინის მასობრივი კონტრშეტევითი ოპერაციებია რუსეთის, დაკავებული ტერიტორიიდან განდევნის მიზნით”.