”დღეს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თათია ნიკოლაშვილი სამართალ დამრღვევად სცნო იმ სამართალდარღვევისათვის, რომელიც არ ჩაუდენია, მაგრამ მილიციის თანამშრომლის თავდგირიძის მტკიცებით, ის მომავალში აუცილებლად აპირებდა მის ჩადენას, მეტი დამაჯერებლობისათვის თავდგირიძემ ისიც გვამცნო, რომ მას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ზეპირი სახით ჰქონდა მიღებული, მაგრამ წყაროს ვერ გაამხელდა, თუმცა ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე თათია ნიკოლაშვილი ნამდვილად აპირებდა სამთავრიბო ღონისძიდბის ჩაშლას, ასევე პროცესზე მყოფმა მილიციონერმა ცქვიტინიძემ განმარტა, რომ ნიკოლაშვილი ოზურგეთში ჩამოსული პრემიერისათვის ისეთი რაღაცის დაძახებას ფიქრობდა, რომ გვეცლია ღონისძიების მიმდინარეობას უეჭველად შეექმნებოდა საფრთხეო, კოლეგა მილიციონერებს მილიციის თანამშრომელი გოგელიაც წამოეშველა და მეტი დამაჯერებლობიზათვის დასძინა რომ ნიკოლაშვილი ნამდვილად გეგმავდა რაღაცას, რადგან ის პარკის შესასვლელთან რომ ბუჩქებია ზუსტად იქ იდგა და ტყუილად არ იდგებოდაო. მოსმენილზე ორი დღე იფიქრა მოსამართლე და თორნიკე კაპანაძემ დაადგინა, რომ თათია ნიკოლაშვილი ნამდვილად სამართალ-დამრღვევია, რითაც ბორინკას მილიციონერებს აუნთო მწვანე და უთხრა, ოღონდ თქვენ თავისუფალი აზრი ჩაახშეთ და არგუმენტად რაც გინდათ ის მომიტანეთო.” – წერს დავით მჟავანაძე დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, სადაც საკრებულოს წევრის, თათია ნიკოლაშვილის საკითხს განიხილავდნენ.