ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოს მოაწესრიგებს და მასზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური მედიით, ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ავრცელებს.
თალაკვაძე საკუთარ, ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერს:
„ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. სპორტული კომპლექსი, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, აქ გავაკეთებთ ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და სპორტულ – გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდგომ, სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება, ასევე, ჩვენ შევძლებთ მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლოთ,“-წერს თალაკვაძე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაკვეთი ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო, მან ზედმეტი სახსრების თავიდან აცილების გამო ეს მიწა ფორმალურად გადასცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, თუმცა, როგორც მასთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, მილიონიანი პროექტის განხორციელების შემდეგ, მიწას, რომელიც მის საცხოვრებელი სხლის უკანა ეზო იყო, კვლავ დაიბრუნებს.