მას შემდეგ რაც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და პეტიციას “თავისუფლება მიშას” ხელი მოაწერა, პირველი გურიის უმაღლეს სასულიერო იერარქს, თავს, ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი დაესხა:
“დამნაშავე უნდა დაისაჯოს მეუფე იოსებ…
სული ამოხადა ადამიანებს და თქვენ ბევრი იცით თქვენს ირგვლივ ასეთი ოჯახები.
პრეზიდენტობა ინდულგენცია კი არ არის , ყველაფერი გეპატიოს.
პირიქით, უდიდესი პასუხისმგებლობაა.
თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად , ვერ დაგეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ეს თქვენი ნებაა და ამაში ხელს ვერავინ შეგიშლით.
სამართალს ელოდა უამრავი გაუბედურებული ოჯახი და რას ვეუბნებით იმ ადამიანებს?
გამოუშვით მაშინ ციხიდან პატიმრები,იმათ დარწმუნებული ვარ, ასეთი მძიმე დანაშაული საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე , არ აქვთ ჩადენილი” წერს ვანო ჩხრტიშვილის ცოლი, ნანა გოთუა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში შემოქმედელი მიტროპოლიტის მისამართით.
ცნობისათვის: შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა და პეტიციას “თავისუფლება მიშას” გუშინ ხელი მოაწერა, ოდნავ მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გევრდზე ხელმოწერას ახსნა განმარტებაც მოაყოლა:
“ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას,მსურს განმარტება გავაკეთო თუ რატომ მოვაწერე ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის რომ, როგორც თქვენ შეიწყალებთ სხვა ადამიანს ასევე შეგიწყალებთ თქვენ და როგორც თქვენ განსჯით თქვენ ძმას ასევე განისჯებით,რამეთუ ყოველი ადამიანი ხატი და მსგავსია ღმრთისა,არ მინდა,რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა.რასაც გაუკეთებ სხვას იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.
მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში,მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას,მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს,აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობი 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს პირიქით ღმრთისგან სასჯელს მივიღებთ.
უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები.
და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე,პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები,რატომ არ ისჯებიან,რატომ არ იქნა ეს გამოძიებული,რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები ვინც ბევრი ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას,თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას,ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოთ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას ჩვენ ხალხს გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და ვუარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ” წერია მეუფე იოსების განცხადებაში..