დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის “დროა” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” მხრიდან ევროპარლამენტარებზე თავდასხმაზე ისაუბრა.
“მინდა გამოვეხმაურო საგანგაშო ანტიევროპულ კამპანიას, რომელმაც ახალი ძალა შეიძინა ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკავშირიდან გადაწყვეტილებას კითხვარის გაგზავნის შემდეგ. გადაწყვეტილებას, რომელიც არის ისტორიული, გადაწყვეტილებას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის სრული უმრავლესობის სურვილი და რომლის შემოტრიალების უფლებაც არ აქვს არავის, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს. ნიკა გვარამიას, ანუ მედიის მფლობელის დაკავება სწორედ რამდენიმე კვირით ადრე კითხვარზე პასუხის მიღებამდე.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ორკესტრირებული თავდასხმა ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ, სუფთა რეპუტაციის მქონე ევროპარლამენტარებზე. კერძოდ, ეს იყო არა შემთხვევითი კომენტარი არამედ თეა წულუკიანის, “ოცნების” სხვა წევრების და შემდეგ ირაკლი კობახიძის დამაგვირგვინებელი ვრცელი კომენტარებით”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.