ირაკლი ღარიბაშვილის დღეავნდელ ინტერვიუებს ჟურენალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით ეხმაურება:
”ბატონო ბიძინა, შეატყობდით თქვენც. ღარიბაშვილი სააკაშვილს ბაძავს : აღმშენებლობაო, ისაო, ესაო. ამას დაუმატეთ – სურს, მანერებითაც კი დაემსგავსოს. კარგად დააკვირდით – უნდა სააკაშვილივით აღიქვამდნენ. ხალხს ახვედრებენ, მოქალაქეებს დითირამბებს აზერპირებინებენ. იმ ხალხს იმას კი არ ალაპარაკებენ, რაც მესიჯბოქსითაა განსაზღვრული, ცოტა უფრო მეტის თქმა აქვთ დავალებული – რომ ღარიბაშვილი დიდი კაცია. სააკაშვილი რევოლუციის ლიდერი იყო და მართლა თავისით ეუბნებოდნენ მოქალაქეები კაი რაღაცებს, ყოველ შემთხვევაში პირველ წლებში მაინც. ეს კი კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის მთავარი …
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თქვენ კი არა, სააკაშვილს ბაძავს და რა ვიცი აბა. კი არის ჩინური სააკაშვილი, მაგრამ გონებაში უკვე გავლებული აქვს ცუდი აზრები – აი, მაგალითად, თქვენ როდის აგიცდებათ ფეხი სანქციებზე ან რამე ეგეთზე, რომ წიხლი მოგაყოლოთ. ხო იცით თქვენც, კაცს მონას რომ უწოდებს გარშემო ყველა და თან პრემიერ-მინისტრი დაარქვით, მაინც გულში ჩაიდებს მაგ ბოღმას.
გითხარით მაინც …” – წერს სანაია.