GFF Awards 2020-ის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დურმიშხან ჩხაიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა.
„დურმიშხან ჩხაიძე წლების მანძილზე გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ. ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი კლუბი, “ლანჩხუთი” სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია. ლანჩხუთელებმა 2020 წელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზეს“,- ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.