მიხეილ სააკაშვილი ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობით მიმართონ.
“თუ მდგომარეობა გაუარესებულია და დარწმუნებული ვარ, რომ სახარბიელო ნამდვილად არაფერი არ იქნება იქ, დავაყენოთ სასამართლოში შუამდგომლობა, რომ გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი
შეგახსენებთ, კლინიკა ვივა მედის 400 გვერდიან დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მესამე პრეზიდენტს პირადი ექიმები სწავლობენ, პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება.
გარდა ამისა, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დამოუკიდებელ ექსპერტებს უკვე შეეძლებათ მასთან შესვლა და სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარება. არ არის გამორიცხული პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ.