საქართველოს 2012 წლის შემდეგ არ ჰყავს პოლიტპატიმრები. ყველა თემაზე, ყველა მისჯილ თემაზე, არის კონკრეტული არგუმენტები. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული, შეუძლია იდავოს შესაბამის ინსტანციებში და ბოლოს და ბოლოს, არის საერთაშორისო არბიტრაჟი, სადაც საბოლოოდ დაადგენს, თუ არ ენდობა საქართველოს კანონმდებლობას და სასამართლო ხელისუფლებას. ჩამოუყალიბებელი არათანმიმდევრული ოპოზიცია გვყავს და ამიტომაც არიან პოლიტიკურ სანაგვეზე. ასე იქნებიან კიდევ დიდხანს. მათი ამოსავალი არის არა ინფორმაციის მიღება, ანალიზი და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული განცხადების გაკეთება, არამედ ის, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან შოუ დადგან ვიწრო რაღაც თავისი პარტიული აქტივისთვის.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.