საქართველოს სატრანზიტო დერეფანში საავტომობილო გადაზიდვები გაიზარდა, თუმცა საბაჟო პუნქტებზე შეფერხებები რჩება.
მხოლოდ აპრილში საქართველოს ტერიტორიაზე 34 021 სატვირთოს გატარება მოხდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ თვეში 6.8 მილიონს გადააჭარბა.
შემოსავლები გაზრდილია წლიურ ჭრილშიც. 2022 წლის 4 თვეში ე.წ “ტრაილერების” გატარებით ბიუჯეტში 23,207,382 ლარის კონტრიბუცია მოხდა, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 3.3 მლნ ანუ 16.8%-ია.
გატარებული სატვირთოების მიერ გადახდილი გზათსარგებლობის საფასური/ 2022 წელი
იანვარი – 26,742 სატვირთო / 5,348,454 ლარი
თებერვალი – 30,493 სატვირთო / 6,098,630 ლარი
მარტი – 24,780 სატვირთო / 4 956 096 ლარი
აპრილი – 34,021 სატვირთო/ 6 804 201 ლარი
გაზრდილ სახმელეთო გადამზიდებზე მოუთითებს საბაჟო – გამშვებ პუნქტებთან არსებული დიდი რიგები. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მხარე სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა მეზობელი ქვეყნების საბაჟო პუნქტებზე გარკვეული სამუშაობი მიმდინარეობს, რის გამოც, მაგალითად, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტი დახურულია და ტვირთნაკადი „კარწახის“ მიმართულებაზეა გადმორთული.
მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“ მაგალითზე ჩანს, რომ მაისში მისი გავლით საქართველოში შემოვიდა 5000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და 9200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გავიდა. შემომავალი ნაკადი წლიურად 233%-ით, გამსვლელი ნაკადი კი 513%-ით არის გაზრდილი.
სატრანსპორტო ნაკადის ზრდაზე მნიშნველოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის მიერ უკრაინაში შეიჭრამ. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც მიდიოდა უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის გავლით, ახლა შუა დერეფანშზე გადაერთო.