პაატა გულიაშვილი:„მე წავედი!.. არ ღირს, ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი“

პაატა გულიაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულა” დატოვა. აღნიშნულის შესახებ პოსტი მან თავადვე გაავრცელა სოციალურ ქსელში.

“მოკლედ , ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს…. არ ღირს ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი…

მე წავედი! 📺!p. s. რაც შეეხება ერეკლე მეფეს,მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები❗️”,- წერს პაატა გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში აქცია გაიმართა, სადაც პაატა გულიაშვილმა ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორის მოაღალატედ შეფასების გამო გააკრიტიკა:

”გაუჭირდება, მაგრამ ენა უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს და ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და განსაკუთრებით, თელაველები. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავდგეთ ყოველთვის ერთად, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share