ცნობილი ხდება 5 ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის დეტალები

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, 5 ტრანსგენდერ ქალს საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად დაესხნენ თავს. ძალადობა 29 მაისს გამთენიისას მოხდა. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონესაც.

“დღეს გამთენიისას, ჩუღურეთის რაიონში (მალაკნების ხიდთან) მცხოვრებ 5 ტრანსგენდერ ქალს, რომლებიც დღიურ ოთახებში ცხოვრობენ იტალიურ ეზოში და არიან იძულებით პროსტიტუციაში ჩართული, თავს დაესხა ოცამდე მამაკაცი, შეცვივდნენ ჯერ ეზოში, შემდეგ წიხლით შეუნგრიეს კარი, რამდენიმე მათგანი არის უმოწყალოდ ნაცემი, ასევე ასაკიან ქალს, (სახლის მეპატრონე გამქირავებელს) დაესხნენ თავს, ისმოდა ფრაზები, “ამათ არ ვაცოცხლებ, ამათი დედა, დავხოცოთ, და ასე შემდეგ” .

იურისტები მალე ჩაერთვებიან, ასევე სახალხო დამცველი იმედია მიაკითხავთ, და ჟურნალისტებიც გააშუქებენ რადგანაც ეს ტრანსები ამ ამბის მერე ღია ცის ქვეშ რჩებიან და იქ ვეღარ იცხოვრებენ შიშით.

ვისაც ხელგეწიფწბათ ამ სიტუაციაში რაიმეს მოქმედება გთხოვთ ნუ დატოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share