ქაიხოსრო III გურიელი

ქაიხოსრო გურიელმა 1716 წელს გურიის მთავრობა წაართვა მის ძმას გიორგი IV გურიელს. 1717 წელს გიორგი IV დადიანის დახმარებით გურიის სამთავრო დაბრუნა და ქაიხოსრო განდევნა.
.
ქაიხოსრო ქართლში გადავიდა და 1724 წელს ვახტანგ IV გაყვა რუსეთში, სადაც სამხედრო სამსახურში შევიდა. ქაიხოსრო 1741 წელს ქართველ ჰუსართა ასეულის ბაზაზე შექმნილი პოლკის მეთაური გახდა. სამსახურის დამთავრების შემდეგ მიიღო 35 ოჯახი ყმაგლეხი და მამული უკრაინაში. გარდაიცვალა უკრაინაში (სავარაუოდ 1751 წელს). ქაიხოსრო გურიელის შვილი სტეფანე გურიელი და შვილიშვილი ივანე გურიელი რუსეთის არმიის გენერალ მაიორები იყვნენ.
.
ნახატზე – ქაიხოსრო III გურიელი; Book illustrations of Historical description of the clothes and weapons of Russian troops
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება 1 ადამიანი და მდგომარე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share