უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდიას ინფორმაციით, რეგიონიდან ევაკუაცია შეწყდა, რადგან რუსებმა მაქანას, რომლითაც 10 ადამიანი გასვლას აპირებდა, ცეცხლი გაუხსნეს. მისივე განცხადებით, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი.

“დღეს ჩვენი დაჯავშნილი საევაკუაციო ტრანსპორტი რეგიონიდან 10 ადამიანის გაყვანას აპირებდა და მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოექცა”, – დაწერა მან Telegram-ზე.

გაიდაი წერს, რომ აკრედიტებული ფრანგი ჟურნალისტი ევაკუაციის შესახებ სიუჟეტს აკეთებდა, ის სასიკვდილოდ დაჭრეს, პოლიციის ოფიცერი კი ჩაფხუტმა გადაარჩინა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share