უკრაინის უმაღლესმა რადამ სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა. მის გათავისუფლებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დენისოვას ინფორმაციით, უნდობლობის გამოცხდების მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტის აპარატი არ არის მისი საქმიანობით კმაყოფილი.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ასეთი ქმედებები უკანონოა და წარმოადგენს ჩარევას ომბუდსმენის საქმიანობაში.
დენისოვას თანამდებობაზე ახალი კანდიდატი ჯერ არ არის დასახელებული.