“უკრაინა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე ჯარისკაცს კარგავს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-დან 100-მდე ჯარისკაცს და დაახლოებით 500 ბრძოლაში იჭრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს.
„ამჟამად, 22.5 მილიონი ტონა მარცვლეული დაბლოკილია რუსეთის მიერ. იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გავხსნათ ზღვაში გასასვლელით, წყალში გასასვლელით, უნდა ვიბრძოლოთ და გვქონდეს 120-140 კილომეტრ მანძილზე მოქმედი იარაღი,” -აღნიშნა ზელენსკიმ.