მესამე პრეზიდენტთან “ემპათის” მედიკოსები დღეს, 14:00 საათზე მივლენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაირამ ჯიშკარიანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური პროცესის მსვლელობას ხელს არ შეუშლის.
“იმედი გვაქვს, რომ იუსტიციის მინისტრი პირადად და იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური ხელს არ შეგვიშლის ექსპერტიზის მსვლელობისას. ამ ეტაპზე ვიზიტის განახორციელებს ექიმი ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და ორი ფსიქიატრი და შესაბამისად შემდგომში კიდევ დავგეგმავთ სხვა ვიზიტებს თუ საჭირო გახდება ჩავრთავთ სხვა ექსპერტებს, არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტიზის მოწვევის შესაძლებლობასა და დამატებითი კვლევების მოთხოვნას”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ექიმი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ მაქსიმუმ უახლოეს 2-3 კვირაში “ემპათიას” ექნება დასკვნა, რომელიც სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების საშუალებით წარედგინება.