“საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” დიაგნოსტიკისთვის PCR ტესტები შემოვა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ “მაიმუნის ყვავილის”ვირუსის დიაგნოსტიკისთვის ქვეყანაში მალე PCR ტესტები იქნება ხელმისაწვდომი – ამის შესახებ მან BMG-თან ისაუბრა.

“დაავადებათა ცენტრს დღეს ამ ვირუსის იდენტიფიცირების საშუალება გენომის სექვენირებით აქვს. სპეციფიური PCR ტესტების პრაიმერებიც დიდი ალბათობით მალე გვექნება”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის 23 მაისის ინფორმაციით, საქართველოში “მაიმუნის ყვავილით” დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share