”არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაგეგებოდათ ნაცებს და არც ახლა გესმით სახელმწიფოებრივი აზროვნების არსი””

 ოზურეგთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე  ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, სადაც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ თალაკვაძე ხალხს ატყუებს და ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები “ქართულმა ოცნებამ” კი არა ევროკავშირმა დააფინანსა. ავთანდილ თალაკვაძე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
”რა სიყალ​ბეა, როცა თავისი არსით​ და “მოღვაწეობით”​ ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული ​პარტია “ნაციონალური მოძრაობა” სხვისკენ იშვერს ხელს.​​
დიახ, პრემიერ მინისტრის და მთავრობის მხარდაჭერით ოზურგეთში დიდი პროექტები დავიწყეთ. დიახ, ოზურგეთი აუცილებლად იქნება ევროპული ქალაქი, სადაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდება საცხოვრებლად. დიახ, ევროკავშირთან ​ნაყოფიერი​ თანამშრომლობა გვაქვს.
“ქართული ოცნებ​ის” პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და ევროპულ ფასეულობებს.​ ​არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაგეგებოდათ ამის შესახებ ნაცებს და არც ახლა გესმით სახელმწიფოებრივი აზროვნების და მოქმედების არსი.​
თქვენი პარტი​ა​, წლიდან წლამდე ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს “დ​ასავლეთმა საქართველო მიატოვა” – ​ამავდროულად კი თქვენივე აქაურ სოლისტ​ს დღეს წამოცდა, ევროკავშირმა უპრეცედენტოდ გაზარდა ხელისუფლების და ოზურგეთის მხარდაჭერაო. იმედი მაქვს ამ წამოცდენისთვის მკაცრად არ მოექცევით.
სჯობს ხალხს ​კითხეთ, ამ რამდენიმე ადამიანის აზრს მოკლებული წივილ-კივილის უფრო სჯერა თუ საკუთარი თვალების – ხედავენ რაც კეთდება, იციან რა გეგმები გვაქვს და სანამ თქვენი პარტაქტივი უსაქმურობს – ჩვენ ოზურგეთის​ უკეთეს მომავალს ვაშენებთ.” – წერს  თალაკვაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share