თეთრი ხარის წელი ბევრ მოულოდნელობას, სიახლეს და სიკაშკაშეს გვპირდება. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლურ კულტურაში თეთრი ფერი სიწმინდის, სიკეთის და სამართლიანობის სიმბოლოა.
რა უნდა ვიცოდეთ კიდევ 2021 წლის შესახებ?
ნიშნის დახასიათება
2021 წელს თეთრ ვირთხას თეთრი ხარი ჩაანაცვლებს. დიდი ცვლილებების წელი იქნება. ამ წელს შესაძლებელი იქნება ყველაფერი იმის გაკეთება, რაზეც თითოეულ ჩვენგანს უოცნებია. ხარი დინჯი, მადლიერი ცხოველია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, არც აქტიურობაზე ამბობს უარს, მოქმედებს სწრაფად და მიზანმიმართულად.
თეთრი ხარის წელიწადში დაფასდება ისეთი თვისებები, როგორიც არის ერთგულება, პატიოსნება და მოთმინება. ვისაც ეს
ხარი შრომისმოყვარე ცხოველია და ამ თვისებას სხვებშიც აფასებს. ხარის წელი ყველაზე ხელსაყრელია პერიოდია კარიერაში წინსვლისთვის.
ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ოჯახს, კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად და განსამტკიცებლად.
როგორ მივიზიდოთ იღბალი
ამბობენ, რომ თილისმის გარეშე შორს ვერ წავალთ. იდეალური იქნება, თუ ის თეთრი ლითონისგან იქნება დამზადებული. შეგიძლიათ ხარის გამოსახულებიანი გულსაბნევი ან საყურე ატაროთ, სახლში კი უბრალოდ ხარის ფიგურა იქონიოთ.
ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის წინ კარგი იქნება სახლის გენერალურად დალაგება და ძველი ნივთების თავიდან მოშორება. ეცადეთ, სახლი ახალი ენერგიით დამუხტოთ.
როგორ და სად შევხვდეთ ხარის წელს
ხარს არ უყვარს პირფერობა, ფუფუნება და კუდაბზიკობა, ის უბრალო, შრომისმოყვარე და სამართლიანი ცხოველია, ამიტომ ეცადეთ ამ წელს ოჯახთან და ნათესავებთან ერთად სახლში შეხვდეთ. აქტუალური იქნება თეთრი ან ღია, თეთრთან მიახლოებული ფერები. კარგი იქნება ბრჭვიალა აქსესუარებიც. ასტროლოგები გირჩევენ, ახალი წლის ღამის სცენარი კარგად მოიფიქროთ, წინასწარ დაგეგმოთ ყველა დეტალი, თუ საჭიროა, მონახაზი ფურცელზეც კი გააკეთოთ. ამ საღამოს კარგი იქნება ასევე სხვადასხვა საოჯახო თამაშის დაგეგმვა. რაღა თქმა უნდა, საჩუქრების გაცვლა ოჯახის წევრებს შორის.
რა ჩავიცვათ
ხარს ამ წლის სომბოლურ ფერებში უნდა დავხვდეთ. ამჯერად, როგორ უკვე აღვნიშნეთ, აქტუალური იქნება ღია ფერები. სამოსის შერჩევის დროს თამამად შეაჩერეთ არჩევანი თეთრ და ღია ფერის ტანსაცმელზე, ისეთზე, როგორიც არის ხორცისფერი, სპილოს ძვლისფერი, შესქელებული რძისფერი. კარგი იქნება, თუ ნაჭერი ცოტა პრიალა იქნება. გახსოვდეთ, დამდეგი წელი ლითონის ხარის წელია. აუცილებელია აქსესუარებიც. ეს ეხება როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღება გაამახვილეთ საყურეებსა და სამაჯურებზე. იდეალური იქნება მასიური და თეთრი ლითონის ბიჟუტერია.
როგორ მოვრთოთ სახლი
დამდეგ წელს ბევრი საერთო აქვს წინა წელთან, ხარს არ უყვარს მყვირალა და კაშკაშა ფერები და ნივთები. ხარის წელს ინტერიერში წითელი ფერის ადგილი არ არის. ყველამ კარგად ვიცით, როგორ აღიაზიანებს ხარს ეს ფერი. ჩვენ კი მშვიდი და დარბაისელი ხარი გვჭირდება.
სახლის მოსართავად ორი გზა არსებიბს, ერთი საზეიმო და მეორე დეკორატიული.
საზეიმო მოიცავს თეთრ გახამებულ სუფრას, ასევე გახამებულ ხელსახოცებს, ოქროსფერ და ვერცხლისფერ მაგიდის აქსესუარებს. ვერცხლისფერ შანდლებსა და სანთლებს.
დეკორატიული კი ეკო-სტილი გახლავთ. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა ტილოს ქსოვილი, იქნება ეს სუფრა თუ ხელსახოცები. კარგი იქნება ასევე მაგიდის გაფორმების დროს თივის გამოყენება, თითქოს ბუდეა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ესთეტიურად უნდა გამოიყურებოდეს. ამ შემთხვევაში ინტერიერს ძალიან მოუხდება ლითონის და ხის აქსესუარებიც.
ნაძვის ხის გაფორმების მხრივ 2021 წლისთვის აქტუალურია კლასიკური სტილი. მოსართავად განსაკუთრებით მოდურია თეთრი ან ვერცხლისფერი, ასევე ხელნაკეთი სათამაშოები.
რაც შეეხება კერძებს, მაგიდაზე უხვად უნდა იყოს სალათები. ხარის წელს მაგიდაზე საქონლის და ხბოს ხორცისგან თავი უნდა შევიკავოთ. უპირატესობა ქათამს მიანიჭეთ.
არ ღირს ასევე ძალიან რთული კერძების მომზადება, ხარს უყვარს ყველაფერი უბრალო და სადა.
რაც შეეხება საჩუქრებს, ამ წელს უმჯობესია ერთმანეთს სახლის ნივთები აჩუქოთ, რაც სიმყუდროვესა და კომფორტთან იქნება დაკავშირებული.
მამაკაცისთვის კარგი იქნება სამშენებლო ინსტრუმენტები, თუ ის, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია მსგავსი ნივთებით.
ქალბატონებისთვის დანების ნაკრები და საჭრელი დაფები მშვენიერი საჩუქარია. ზედმეტი არ იქნება ლამაზი შარფი თუ პერანგი, აი, ტყავის ნაკეთობებისგან კი უმჯობესია თავი შეიკავოთ.
ქალბატონებს ასევე შეგიძლიათ აჩუქოთ ბროლის ჭურჭელი, ლოგინის თეთრეული, კოსმეტიკური საშუალებები.
რას უნდა ველოდოთ ხარის წელისგან
2021 წელი უნდა იყოს მშვიდი და ზომიერი. სიურპრიზებით გადატვირთული 2020 წლის შემდეგ ადამიანებს ამოსუნთქვის და ცოტა დასვენების საშუალება მიეცემათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელი უზრუნველი იქნება, გვახსოვდეს, რომ ხარი ძალიან შრომისმოყვარე ცხოველია, ის ჩვენგანაც შრომას მოითხოვს ყველა ფრონტზე, იქნება ეს პირადი თუ კარიერული.
ფინანსური თვალსაზრისით ხარი სტაბილურობას და შემოსავლის ზრდასაც კი გვპირდება.
ხარი კონსერვატიული ცხოველია და ამა თუ იმ ცვლილებებს არც ისე ოპტიმისტურად უყურებს. ამ თვალსაზრისით ოქროს შუალედის მოძებნაა საჭირო, რომ არც ჩამორჩეთ ცვლილებებს და არც ძალიან წინ გაიქცეთ.
2021 წელი ახალი ნაცნობობის წელი არ არის, ის ოჯახის გამაგრებასა და ძველი ნაცნობობის გამყარებას უნდა მიუძღვნათ.
ამბობენ, რომ…
2021 წელს ვალების გარეშე უნდა შეხვდეთ.
ხარს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს.
უნდა იყოთ გულუხვი.
ეცადეთ, რომ ახალი წლის ღამეს თქვენს საფულეში აუცილებლად იყოს ფული, როგორც ქაღალდის, ისე რკინის. მარტო პლასტიკური ბარათის იმედზე ნუ იქნებით.
ეცადეთ ფული ჯიბეშიც იქონიოთ.
და ბოლოს, ეცადეთ ისე შეხვდეთ ახალი წლის ღამეს, რომ არავისზე იყოთ განაწყენებული და შესაბამისად, არც სხვა გაანაწყენოთ.