ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მაზრა ბროკჰაუზენისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით

ოზურგეთი – ქუთაისის გუბერნიის სამაზრო ქალაქი, ოზურგეთი გაშენებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 200 ფუტის სიმაღლეზე, მდინარე ნატანების ნაპირზე არსებულ გორაკებიან ადგილზე, იგი დაშორებულია რკინიგზის სადგურ ნატანებიდან 18 ვერსტზე, რომელთანაც შოსირებული გზა აკავშირებს.
.
1896 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობს 4650 მოქალაქე (გურული 3006, რუსი 699). აქ არის სამ კლასიანი საქალაქო სასწავლებელი, სადაც ასევე ასწავლიან სხვადასხვა სახის ხელობას, ასევე არის 1 კლასიანი ქალთა სასწავლებელი. ქალაქში მნიშნელვნად არის განვითარებული მეაბრეშუმეობა. ადრე აქ იყო გურიის მფლობელების გურიელების რეზიდენცია, ხოლო 1846 წლიდან ოზურგეთი არის სამაზრო ქალაქი.
.
ოზურგეთის მაზრა (ყოფილი გურია) მდებარეობს ქუთაისის მაზრის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, იგი ესაზღვრება თბილისის გუბერნიასა და შავ ზღვას. მაზრის ნაწილი უკავია აჭარის ქედის განშტოებებს, რომელიც ზოგ ადგილებში ზღვის დონიდან 9000 ფუტს აღემატება (მეფის-წყარო 9343 ფუტი, სომლია 9935 ფუტი). ოზურგეთის მაზრაში უხვადაა პატარა მდინარეები (პიჩორა, სუფსა, ნატანები), რომლებიც მთებიდან ზღვისკენ მიედინება. კლიმატი რბილია, ყინვა ზამთარში რამდენიმე გრადუსს არ აღემატება, ნალექი უხვადაა , ზოგ ადგილებში ციებცხელებაა გაბატონებული. მთის ფერდობები და დაბლობი ძირითადად ტყითაა დაფარული, რომლის ფართობი დაახლოებით 67600 დესეტინაა. კულტურულად დამუშავებული მიწები ძირითადად მდინარეთა ხეობებშია, სადაც ასევე ცხოვრობს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი. 1896 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა შეადგენს 84479-ს (99.4% გურულები, 0.3% თურქები, 0.2% რუსები, დანარჩენი კი ებრაელები, სომხები და სხვა; მოსახლეობის 99.7% მართლმადიდებელია.
.
ნიადაგის უხვმოსავლიანობიდან გამომდინარე მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედებაა. ძირითადად თესავენ სიმინდს, ღომს, კანაფს, ლობიოს, ცერცვს, თამბაქოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველ ხორბალს, რომლის ნათესების ფართობს 12800 დესეტინა უკავია. ღომის ნათესებს უკავია 3250 დესეტინა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეთამბაქეობას, რომელმლის მოსავალმაც 1895 წელს 280 დესეტინა ფართობიდან 12884 ფუთი შეადგინა. თამბაქო აქ ძირთადად უმაღლესი ხარისხისაა – სამსუნის და ტრაპეზონის ჯიშის. აბრეშუმის წარმოება წელიწადში დაახლოებით 40-50 ათასი მანეთის შემოსავალს იძლევა. მებაღეობა სუსტადაა განვითარებული. მეღვინეობა ძლიერ დააზარალა სოკოს დავადებამ და ღვინის წარმოება უმნიშვნელოა. დაავადების შედეგად ადგლობრივი ვაზის ჯიშები განადგურდა და მათ ნაცვლად გაშენებულია იზაბელა, რომელიც დაავადებათა მიმართ გამძლეობით გამოირჩევა, მაგრამ უხარისხო ღვინოს იძლევა. მეფუტკერობა გვხვდება სხვადასხვა ადგილზე. მესაქონლეობა ნაკლებადაა განვითარებული: ცხენი დაახლოებით 3000, მსხვილი რქოსანი პირუტყვი დაახლოებით 20 000, ცხვარი 300-დე, თხა 5000-დე, ღორი 20 000, ვირი დაახლოებთ 100.
.
ქარხანა-ფაბრიკის მრეწველობა თითქმის არ არსებობს, კუსტარული ნაწარმი კი თითქმის მთლიანად აბრეშუმის ნაკეთობებია.
.
მაზრაში არის 1 სოფლის ნორმალური სასწავლებელი, 8 სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი, 18 დაწყებითი სასწავლებელი, 36 საეკლესიო-სამრევლო სასწავლებელი. ასევე არის 82 მართლმადიდებლური ეკლესია, 3 მონასტერი, 2 მეჩეთი. ოზურგეთის მაზრის თბილი გოგირდი წყაროები ნაკლებად შესწავლილია.
Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона – 1897 г.
.
1840 წლის რუკა
შეიძლება იყოს რუკა და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share