დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სომხეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 60 აქტივისტი და 30 პოლიციელი, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ერევანში დემონსტრანტებმა, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ქვეყანაში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.