უკრაინული გამოცემა Европейская правда წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი, ნიდერლანდები და ავსტრია ივნისში უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგებიან.
“როგორც ჩანს, ესპანეთი კვლავ მოწინააღმდეგეა, მაგრამ არა აქტიური და მზად იქნება, რომ სხვებთან ერთად გადაწყვეტილება შეცვალოს. გერმანიას, რომელსაც მერკელის გადადგომის შემდეგ სულ უფრო კარგავს ევროპის ლიდერს როლს, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია (არ არის საჭირო ბერბოკის [საგარეო საქმეთა მინისტრის] ოპტიმისტურ განცხადებებზე დაყრდნობა, რადგან კანცლერი შოლცი ჯერ კიდევ ყოყმანობს)”. – წერს Европейская правда.
“ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ეუბნებიან: არა, კანდიდატი არ ხდები, მაგრამ პროცესში გახდები. შემდეგ კი კომპლექსურ პირობებს უყენებენ”. – წერს გამოცემა და მაგალითად კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა მოჰყავს.
Европейская правда წერს, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწინააღმდეგე ქვეყნებს განსხვავებული მოტივები აქვთ. ისინი ხშირად მითებს, ან გაუგებრობებს ემყარება, თუმცა ავტორის აზრით, დასავლელ პოლიტიკოსებს არ სჯერათ უკრაინელების ევროპული მისწრაფებების გულწრფელობის.
“სწორედ ამიტომ არსებობს იდეა, რომ შეიქმნას პირობების ჩამონათვალი, რომელიც კიევმა სტატუსის მიღებამდე უნდა შეასრულოს. სამწუხაროდ, დასავლელ პარტნიორებს არ ესმით, რომ მათი უარით დაარტყამენ უკრაინელების ევროპულ მისწრაფებებს და გაზრდის უნდობლობას ევროკავშირის მზადყოფნის მიმართ, ოდესმე მაინც მიიღონ უკრაინა”. – წერს გამოცემა.