ქართული კულტურისა და თეატრის დიდი დანაკლისი – 78 წლის ასაკში რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს ის იყო ზუგდიდის, მოზარდ- მაყურებელთა, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების რეჟისორი. სანკტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი და 2007-2013 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი. ცხოვრების ბოლომდე აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებთან და იყო ახალი თაობის გზამკვლევიც თეატრის ჯადოსნურ სამყაროში.