აი ის ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში – კალაძე

“ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია – ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები.

თითოეულ ჩვენგანს სანქციები რომ დაუწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განემარტება. პირველ რიგში, აი ის ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარი ჰყავთ, ფინანსურადაც უფრო მაგრები არიან, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი ცხოვრობენ თავიანთ ქვეყნებში და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში… ეს დამოკიდებულება რაც გუშინ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა” –

აცხადებს კახი კალაძე ევროპარლამენტარებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის პასუხად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share