„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ივანიშვილის მიერ ნაკარნახევს უწოდებს და აცხადებს, რომ მთელ ამ სპექტაკლს სწორედ ივანიშვილი დირიჟორობს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი ისტორიული სანაგვისკენ მიფრინავს.
”ამ ბატონის განცხადება ნიშნავს იმას, რომ მისი ბატონი ივანიშვილი არის ღრმა აგონიაში მოსალოდნელი სანქცირების შიშით. ის ყოველ წამს აშვებინებს შეცდომებს თავის ე.წ. თანამებრძოლებს.
ამგვარი განცხადებები კეთდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რომელიც ბუჩქებში ზის და იქიდან დირიჟორობს მთელ ამ უაზრობის სპექტაკლს.
აბა ახლა ოდნავ ფსიქიურად სტაბილური პოლიტიკოსი, მაშინ როდესაც ნიჩაბზე დევს და ისტორიული სანაგვისკენ მიფრინავს, ამგვარ განცხადებებს არ გააკეთებს” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.