ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ტვ ,,პირველის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა მისი საარჩევნო შტაბის წევრი ლევან ქართველიშვილი სცემეს და ამით სხვებიც დააშინეს.
„კრიმინალური ოცნებაა ხელისუფლებაში, კრიმინალური მისწრაფებებით. მათ შორისა „ქართული ოცნების” აგიტატორი, რომელიც აშანტაჟებდა საჯარო მოხელეს თქვა, რომ სამგორში ჩატარებული პირველი კარდაკარით არჩევნებს აგებენ და მიიღო დავალება აღწეროს საჯარო მოხელეები. უნდათ მათზე მუქარა და შანტაჟი განახორციელონ რომ გადაიბირონ.
ლევან ქართველიშვილზე 6 შვილის მამაზე ზრუნვას ოცნებას ურჩევნია სცემოს ეს ადამიანი, რათა მერე ქართველიშვილს რომ დაინახავენ სხვები, შეშინდნენ და ოპოზიის საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთონ. „ქართულ ოცნებას” არჩევნები წაგებული აქვს და ამიტომ გადადიან ძალადობაზე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.