რას ნიშნავს სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის და რატომ ამბობს ხელისუფლება მასზე უარს. ამის შესახებ დიპლომატი გია ჯაფარიძე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრობს:
”ჩვენ ვერ ავხსენით და ყველას უნდა აგვეხსნა ხალხისთვის , რა არის სინამდვილეში კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის სტატუსი უკვე არის მეტი ფული ჩვენს ჯიბეში;
კანდიდატის სტატუსი ნიშნაცს სესხზე დაბალ საპროცენრტო განაკვეთს, რაც მართლა ნიშნავს იაფ ფულს და არა ის რასაც გვპირდებოდნენ 11 წლის წინ;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს მაღალ ხელფასებს;
კანდიდატის სტაუსი ნიშნავს გაზრდილ პენსიას;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ჩვენს შვილებს საშუალება ექნებათ უფასოდ ან მინიმალურ ფასებში ისწავლონ ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტებში;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს უფრო მეტ განათლებას, დაცულობას;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სტაბილური სახელმწიფო, სადაც ინვესტორს არ გაუჭირდება კაპიტალის შემოტანა დაბანდება;
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, უფრო დიდ ბიუჯეტს, ძლიერ ეკონომიკას, უკეთეს თავდაცვას და რუსეთი როცა მოუნდება, მაშინ ვერ შემოიჭრება ამ ქვეყანაში, ვერ გადმოგვიწევს საზღვარს, ვერ გაიტაცებს ადამიანებს, აფხაზებს, ოსებს მოუნდებათ ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში იცხოვრონ.
აი, ამ ყველაფერზე საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, აი ამყველაფერზე ამბობს უარს. ისინი კლავენ ჩვენი შვილების მომავალს.
გამოსავალი არის, რომ ამ ახალგაზრდებმა ეს დაინახონ.” – აცხადებს ჯაფარიძე.