გურია – 1829 წლის 2 ოქტომბერი

1826 წელს გარდაიცვალა გურიის მთავარი მამია V გურიელი, რის შემდეგაც რუსებმა სამთავროს შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყეს, რაც გურიის მთავარსა და რუსებს შორის 1810 წელს დადებული ტრაქტატის დარღვევა გახლდათ. შეთანხმების დარღვევას მამიას ქვრივის სოფიოს განაწყება მოყვა, რომელიც რუსებისგან პირობების დაცვას უშედეგოდ ითხოვდა. სოფიოს მოთხოვნებს მხარს უჭერდა გურიის სამხდრო არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის თავადები – დავით მაჭუტაძე, ლაზარე ნაკაშიძე და გიორგი თავდგირიძე, მხარდამჭერთა შორის იყო ასევე გურიის აზნაურების დიდი ნაწილიც. 1829 წელს გურიის დედოფალ სოფიოსა და რუსების კავკასურ მმართველობას შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ამის მიზეზი გახლდათ გურიის თავადანაურების ხშირი სტუმრობა ტრაპიზონში ლაზისტანის ფაშასთან.
.
1829 წლის სექტემბერში რუსებმა გურიაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღეს, ვინაიდან იმერეთი-გურიის 1819-20 წლების საეკლესიო აჯანყებიდან სულ რამდნიმე წელი იყო გასული და რუსებს კარგად ახსოვდათ რა შედეგები მოყვა რუსების ჯარის გურიაში შესვლას, გენერალ მაიორმა ჰესემ შედარებით ლოიალურ გურიის თავად აზნაურობას ხალხი გაუგზავნა და აცნობა, რომ გურიაში რუსები აპირებნენ ჯარით შესვლას, ასევე აცნობა, რომ რუსებს სურდათ გურულებთან გაერთიანება და ერთობლივი ძალებით ქობულეთი თურქულ სიმაგრეებზე თავდასხმა.
.
1829 წლის 30 სექტემბერს რუსების ორი ბატალიონი გენერალ მაიორ ჰესსეს ხელმძვანელობით გურიაში შევიდა. გენრალ პოტოს ინფორმაციით ჰესსეს გურიაში შესვლისთანავე სოფიომ ნაგომარი დატოვა და თავისი ამალით და ქონებით გადავიდა სოფელ მაკვანეთში. იმავე ინფორმაციით ჰესე ითხოვდა სოფიოსთან შეხვედრას, მაგრამ სოფიომ 1 დან 2 ოქტომბრის ღამეს ქობულეთში გადავიდა, რა დროსაც სოფიოს თან ახლდა შვილები დავითი და ეკატერინე, თვადები დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე და ლაზარე ნაკაშიძე, ასევე რვა აზნაური და 56 მსახური. პოტოს ინფორმაციით სოფიოს ქობულეთში გადასვლისას მათი ნების საწინააღმდეგოდ თან ახლდა თავად გიორგი ერისთავს ვაჟები – კონსტანტინე და დავითი, ასევე გიგო ერსთავის ვაჟი ალექსანდრე.
.
გენრალ მაიორ ჰესსეს 1829 წლის 10 ოქტომბრის #435 პატაკის მიხედვით – 1829 წლის 2 ოქტომბერს რუსებმა დაიკავეს ნაგომარი და ოზურგეთი, ასევე დაიკავეს ასკანის და ლიხაურის ციხესიმაგრეები. ციხესიმაგრეებში რუსებმა იპოვეს ექვსი ზარბაზანი მათთვის საჭირო საბრძოლო მასალის მარაგით. ამავე პატაკის მიხედვით რუსებმა ლიხაურის ციხესიმაგრეში იპოვეს გურიის უკანანსკნელი მთავრის მამია გურიელის და სოფიოს ორი შვილი – სოფია შვიდი წლის და ტერეზია ექვსი წლის. ამავე პატაკის მიხედვით დედამ ბავშვები ისე მიატოვა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ტანსაცმელი და თავის სარჩენად გააჩნდათ მხოლოდ ერთი თურქული თუმანი. უნდა აღინიშნოს, რომ სოფიო გასაგები მიზეზების გამო იმ დროინდელ რუსულ პუბლიკციებში წარმოდგენილია როგორც მოღალატე და უკიდურესად უარყოფითი პერსონა.
.
პოტოს გადმოცემით ბავშვები შემდეგში რუსებმა გადაიყვანეს პეტერბურგში და მიაბარეს სმოლნის ინსტიტუტში. ყოველივე ხსენებულის შედეგად გურიის სამთავრო რუსებმა გააუქმეს და სამთავროს გაუქმების თარიღად შეილება მიჩნეული იქნას 1829 წლის 2 ოქტომბერი.
შეიძლება იყოს ხე, შენობის გარეთ და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „сторожевой постъ гурйцевъ.“-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share