”კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღეთ, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა” – ამის შესახებ, ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემის წამყვანმა, კახა კინწურაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ისტორიული დღე იყო გუშინ, ევროკავშირის კარი რომ გაიღო იმ ადამიანების დამსახურებაა ვინც რეალურად მოიპოვა დამოუკიდებლობა, ვის სახელთანაც ასოცირდება 9 აპრილი, ვინც 30 წლის განმავლობაში შეეცადა და შეძლო საბჭოთა მენტალიტეტის მოშორება, ვინც შვილებს ასწავლა თანაგრძნობა, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება, იმ ქალბატონების დამსახურებაა ვინც თავიანთ შვილებისთვის განათლებისთვის ბევრი იწვალეს და იშრომეს, იმ კაცების დამსახურებაა ვინც ღირსება არ დაკარგა და თავისი ხმა და ღირსება არ გაყიდა. ხოლო ის რაც წერია, დანარჩენი პირობები და ის რომ ჩვენ რეალრუად ვერ მივიღეთ ეს კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა…” – განაცხადა კახა კინწურაშვილმა.