“20 ივნისის აქციამ უნდა გამოაფხიზლოს ხალხი. ის ხალხი ვინც სახლში დარჩა და იქიდან ადევნებს თვალყურს მოვლენებს. ახლა სახლში ჯდომა ღალატის ტოლფასია. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. გავიხსენოთ ზურაბ ჟვანიას სიტყვები ” მევარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი “. მაშ ასე ყველანი აქციაზე 20 ივნისს 20 საათზე. მე მივდივარ აქციაზე. შენც წამოდი”, – წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე Facebook-ზე და აქციას “შინ ევროპისკენ” ეხმაურება.