საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოცილურ ქსელში იმ ქართველებზე წერს, რომლებიც ფიზიკურად ევროპაში ცხოვრებენ, თუმცა მენტალურად – არა.
”ნუ დაგწყდებათ გული იმ ხალხის უმადურობის, ვინც ევროპაში ცხოვრობს და რუსეთს მისტირის, რადგან მათ უმრავლესობას, ევროპა თვალითაც არ უნახავს.
რამდენიმე თვის წინ ერთერთ ჩვენი ოფისის კლიენტს, (რომელიც 4 წელზე მეტი პარიზში ცხოვრობს) ინვალიდების სასახლესთან ვთხოვე შეხვედრა და მთელი სერიოზულობით მკითხა: ინვალიდების სასახლეში რატომ მიბარებ, ავადმყოფობის საბუთი კი არა, ოჯახური რეგულარიზაციის საბუთი მინდაო.
სურვილი გამიჩნდა მისი დოსიეს წარმოება გამეუქმებინა. დარწმუნებული ვარ, ლაფაეტთან, ან სხვა სავაჭრო კომერციულ ცენტრთან, რომ დამებარებინა, თვალებახვეული მიპოვნიდა.
ასეთები ვერასოდეს გახდებიან ევროპელები.
ვერასოდეს გაიგებენ რა არის ევროპული კულტურა, ან სხვა ღირებულებები…
სამწუხაროდ ასეთი ადამიანების რიცხვი არცთუ მცირეა…
ცხოვრობენ პარიზში მაგრამ ელისეის მინდვრები ხორბლის ყანები ჰგონიათ;
ცხოვრობენ იტალიაში, მაგრამ არაფერი სმენიათ პალაცო ვეკიოზე, უფიცის გალერეაზე,
ბობოლოს ბაღებზე…
დიახ, ეს ხალახი ევროპაში ცხოვრობს, მაგრამ არასოდეს უნახავთ ევროპა…”, – წერს სულაშვილი.