ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები ამ მშვენიერ ქალაქში, მშვენიერ მხარეში, ბორჯომში, რომლის ბუნება და ბუნებრივი რესურსები მთელ მსოფლიოშია განთქმული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე, ქალაქი, ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ყოველდღიურობისთვის, იმ საქმიანობისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. – ამის შესახე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე
“ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი, თქვენთან ერთად, კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება, რათა მომავალ წლებში, განახლებული ენერგიით, ახალი ძალებითა და შემართებით, საქართველოს წარმატებისთვის ვიზრუნოთ.
ჩვენმა სამშობლომ რთული პერიოდები გამოიარა, თუმცა 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, რომლის შემოქმედიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, ქვეყანაში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგურა. ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყანა ყველაზე მეტად დაუახლოვდა დასავლეთს და დასავლურ სტრუქტურებს, ყველაზე მეტად არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ყველაზე მეტად არის შექმნილი პირობა, რომ თითოეული ოჯახი ეკონომიკურად გაძლიერდეს. დღეს, მოქალაქე სახელმწიფოს დამსჯელი მექანიზმის ნაცვლად, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, პარტნიორად, დამხმარედ და საკუთარ ნაწილად აღიქვამს და განიხილავს.
დღეს, თითოეული ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და უკლებლივ ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს გვერდში დგომითა თუ საკუთარი ძალებით ახალი საქმე, ახალი ბიზნესი წამოიწყოს, გააძლიეროს რეგიონი, ადგილობრივები დაასაქმოს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. დღეს, ბიზნესი თავისუფალია და მას სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს, რაც უფრო მეტ მოტივირებულ ადამიანს, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულს ნიშნავს.
ბორჯომში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბევრი ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ კრიზისულ ფონზე, რაც კორონავირუსმა გამოიწვია. “ქართული ოცნების” ერთიანი და ეფექტური გუნდი, მზად არის, ყველა გამოწვევას თქვენთან ერთად გაუმკლავდეს.
ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ამ მიმართულებით რამდენად მძიმე ვითარებაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, რათა მოვახერხოთ გამოწვევებისა და პრობლემებისთვის ღირსეული პასუხის გაცემა, რაც თქვენს მუნიციპალიტეტში და ზოგადად ქვეყანაში არსებობს.
31 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმოდგენილი ჩვენი გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია, აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ ყველაფერში თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”- განაცხადა კახა კალაძემ.