თიმუსი…უეცრად შეწყვეტილი სიცოცხლე თუ ხანგრძლივი ჯანსაღი ცხოვრება-ექიმი მარინა ტოტოჩავა

თიმუსი
უეცრად შეწყვეტილი სიცოცხლე თუ ხანგრძლივი ჯანსაღი ცხოვრება,
მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო კუნძული
სიცოცხლის მთავარ გარანტს ——–თიმუსს , თანამედროვე მედიცინა ბედნიერების წერტილს ეძახის. ბედნიერების ათვლა, მართლაც ჯანსაღი ჯანმრთელობიდან იწყება.
თუ თიმუსს ჭკვიანი ექიმი მართავს, ადამიანს მაშინ, ფილტვის სიმსივნის დამართების ,თითქმის, ნულოვანი შანსი აქვს.
წინა თემაში თიმუსი ვახსენე და ძალიან კარგმა ადამიანებმა, მთხოვეს უფრო ვრცელი განმარტება მომეცა. ის მკერდუკანა ,პატარა ჯირკვალია. აქ იქმნება ტე ლიმფოციტები, რომლებიც თავდაცვას ახორციელებენ და კრიტიკულ მომენტში იმუნიტეტის გადარჩენი ს ბოლო იმედი არიან. მაგალითად , კიბოს დროს. ხშირად ავღნიშნავ, ის რაც ზარდასრულობაში აწამებს ადამიანებს——–დაავადებები, სინდრომები, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, ყველაფერი დაწყებულია ბავშვობის არასრულფასოვანი პედიატრიული მომსახურეობიდან. ნებისმიერ დაავადებას, გამოვლინებამდე, თავისი განვითარების პათოლოგიური ეტაპები აქვს. პედიატრი, რომელიც ფილტვების რენტგენზე შეყვება თავის პაციენტს და რენტგენოლოგს არ თხოვს– თიმუსზე აქცენტირებას, ვერასოდეს ვერ შეუწყობს ხელს ჯანსაღი თაობის გაზრდას. ვერც კი ვითვლი გონებაში, რამდენჯერ მითხოვია რენტგენოლოგებისთვის—– თიმუსი კარგად დაენახადთ, რა მდგომარეობაში იყო. ძალიან სამწუხაროდ , ასეთი პერსონებიც არსებობენ დღევანდელ მედიცინაში, თიმუსზე რომ წარმოდგენაც არა აქვთ . ამიტომ არის ქრონიკულად მოვადე ბავშვებზე, ხან ასეთი არასრულფასოვანი დანიშნულებები. განმარტებას და გაფრთხილებას ამ თემაზე ხშირად ვაკეთებ, რომ ექიმების ახალმა თაობამ სიფრთხილე გამოიჩინოს. ამ თემის შეხება მტკივნეულია. პაციენტები მათი ოჯახის წარსულ ისტორიას, რომ ყვებიან მკურნალობის დროს, არაერთხელ მომისმენია ეს საშინელი სიტყვები——————-გთხოვ ამიხსენი, ვიცი გამოიცნობ——რატომ მომიკვდა სრულიად ჯანმრთელი შვილი. ამ შეკითხის უკან დგას სხვადასხვა ასაკის ბავშვები——-მეტწილად წლამდე, ასევე ბოლო კლასის ჩათვლით. დაავადება, ძალიან ვიწრო გაგებით, ტკივილით ან რამე მყვირალა ჩივილით უნდა გამოიხატებოდეს. იმუნოლოგიურად რთული დაავადებები ჩივილების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევიან. მოსახლეობას თუ არ ექნება მეტი პროფილაქტიკური სწავლებები და განმარტებები თავად ჯანდაცვისგან, რა ცოდნა უნდა მოთხოვო. როცა თავად სამედიცინო დაწესებეულება გაუაზრებლად ზეიმობდა და საინტერესო ამბების ჭრილში განიხილავდა 4 კილოგრამზე ბევრად მეტი წონის ახალშობილის დაბადებას. ეს ლიმფატიკურ -ჰიპოპლასტიური დიათეზია, რომლის დროსაც თიმუსი 80 პროცენტში გადიდებულია და თუ ინსულინრეზისტენტობა გენეტიკურად ფონად აქვს ,ასეთი ბავშვი სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს კარგი ექიმის მეთვალყურეობით. თუ გენეტიკურად , ინსულინრეზისტენტობის ფონური სიჭარბე არა აქვს და ზედა თაობაში ჯანმრთელი , ათლეტური აღნაგობის კონსტიტუციური ტიპაჟები ჰყავს ,მაშინ ბავშვი ჯანმრთელი გაიზრდება. ანუ თუ ჰყავს ამ ბავშვს ,ჯანმრთელი და დიდი კუნთოვანი მასის ბებია ან ბაბუა, ბავშვი ჯანმრთელი იქნება. მაგრამ, ეს კარგი ვარიანტი არც ისე ხშირია. სიმსუქნე ნოზოლოგიაა ძალიან მძიმე, რომლის ფონზე ყოველთვის ბევრი დაავადებაა. ჯანმრთელი კუნთური მასიურობის ,იშვიათი ,მაგრამ რეალური რამდენიმე ვარიანტი არსებობს. თუმცა, ეს ძალიან იშვიათობაა და თანამედროვე მსოფლიო პედიატრიაში 4კგ ზე ბევრად მეტი წონის ბავშვი რისკის ჯგუფად განიხილება, როგორც ზოგადად მეტაბოლიზმის, ისე კონკრეტულად , დიაბეტის . ასეთ ბავშვებს კვების შედგენისას უზუსტესი ნუტრიციული გათვლები ესაჭიროებათ. სწორი კვებით ნებისმიერი დაავადების დამარცხების 70 პროცენტი გადალახულია. ტიბეტურ მედიცინაში მაგალითებია, როგორ ჯანმრთელდებოდ ნენ ადამიანები აბსოლუტურად ნატურალური კვებით. ჩვენც გვქონია პრაქტიკაში ასეთი იშვიათი მაგალითები, როცა ადამიანები უფულობის გამო მედიკამენტებს ვერ ყიდულობდნენ და ნატურალური კვებით ჯანმრთელდებოდნენ. სადაც ხილის და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები დომინანტობდა. არა მარტო მე გამოვხატე უხეში ემოცია, ნებისმიერი ექიმიც და განვითრებული არაექიმიც აღშფოთდებოდა ენდოკრინოლოგის დიეტაში ჩიფსს, ბარნის და ხლებცის რომ ნახავდა. თუ ადამიანს მეტაბოლური დიეტა,, შაქრის და ცხიმის შეზღუდვა ჰგონია მარტო, მას წარმოდგენა არა აქვს მეტაბოლიზმზე და მის მილიონობით ფიზიოლოგიურ რეაქციაზე. ადამიანი იმდენადაა ცოცხალი და ჯანმრთელი, რამდენად მდგრადია ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები. ყოველი ხელოვნური საკვების თითო ლუკმა; ყოველი არასწორად დანიშნული ან ქიმური მედიკამენტი, არის ამინომჟავების გრაფიკის უსწრაფესი დარღვევა და სიცოცხლისგან უკანდახევა. ეკოლოგია დღეს კრიტიკულ მდგომარეობაშია. მაგრამ, კიბოს მომრავლებაში, უპირველესი როლი არანატურსლურ კვებას მიუძღვის.
როცა იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და თიმუსი თავის გრანდიოზულ როლს ამოწურავს,რომელიც იმუნიტეტის ფორმირებით გამოიხატება, ის 40 წლიდან გაწოვას იწყებს და ცხიმოვან ინვოლუციას განიცდის. თუ გაწოვას აგვიანებს ამ ასაკში, ექიმი ამაზე უნდა მკვეთრად დაფიქრდეს და მნიშვნელოვანი მიზეზები ეძებოს ამ დროს, რომლებიც აუცილებლად არის. ალერგიის დროს ბავშვებში, თიმუსი დიდება. როცა პედიატრია უფრო მაღალ სატნდარტებში აიწევს, ყველგან ჩვენს ქვეყანაში, ეს მომენტი გააზრებული იქნება როგორც სასიცოცხლო. ნებისმიერი ალერგიული ბავშვის თიმუსის ვითარება უნდა ვიცოდეთ. აქედან იწყება ბავშვის ალერგიის რეალური სასიცოცხლო მკურნალობა და არა ალერგიის შაბლონური საშუალებებიდან, რომლებიც მხოლოდ, პროცესის გადაფარვას ემსახურებიან. მიზანი მარტო ის კი არ უნდა იყოს , რომ ბავშვმა არ მოიქავოს . მიზანი უნდა იყოს იმუნოლოგიური მექანიზმის ნატურალურად გაჯანსაღება და ფიზიოლოგიურ სტანდარტებში დაბრუნება. არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი, ორგანიზმში ხელოვნურ იმუნოლოგიურ სტრუქტურების შექმნას.რაც სამწუხაროდ, აქამდე დონედ ითვლებოდა. თუ ამ მეთოდით, დაავადება დროებით უმჯობესდება ,ადამიანის ს ასიცოცხლო ხანგრძლივობა მცირდება. თანამედროვე მეცნიერება თანდათან ემშვიდობება სტაბილურ ქიმიოთერაპიასაც. რომელიც მხოლოდ დამხმარე მეთოდათ თუ დარჩება საუკეთესო იქნება. დედამიწის მოსახლეობა თანდათან ხვდება , თუ საიდან მოდის რეალური სიცოცხლე. ალერგიის დროს გადიდებული თიმუსის ფონი, რამდენი მალამოთ არ უნდა გადაფაროთ, რამდენი ალერგიის წამალი არ უნდა მისცეთ , პროცესი მხოლოდ კარგად შეიფუთება და არ მორჩება. რადგან მთავარი მიზეზი დაუცველი რჩება. როცა აგრესიული გადიდებაა თიმუსის , მეტი იმუნოლოგიური ზიანით, მაშინ ბავშვი———დიდი წონისაა, ტონუსი რეფლექსურად დაქვეითებული აქვს; კანის ფერი ნაკლებად ფერადოვანია;შეშუპებისკენ მიდრეკილია. სამწუხაროდ, ამ ტიპის შეშუპებებს ხშირად—–კარგ მოსაფერებელ პუტკუნობად აღიქვამენ. სურათებს ინტერნეტში აზიარებენ და ხალხი სასიყვარულო სიტყვებს უწერს. ეს არის გაუთვითცნობიერების კლასიკური მაგალითი. ეს არის ლიმფურ—-ჰიპოპლასტიური დიათეზის კლასიკური ფორმა. უხშირესად, ზუსტად ასეთ ბავშვებს ემართებად————კრუპის შეტევები; ხშირი გაციებები; ბრონქიტები, ფილტვების ანთებები; ასთმის შეტევები. გადიდებული თიმუსი ნიშნავს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას. არ არის ამისთვის საჭირო, რომ თირკმელზედა ჯირკვალი გადიდდეს ან ფორმა იცვალოს. ამიტომ ნუ ვიტყვით კარგად გამოიყურებაო. მითუმეტეს პედიატრიულ კონტიგენტში. დღესაც სრულად ვერ ჩამოყალიბდა, ჩვენში იმის გაგება , რომ ზრდასრულებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, უამრავი დაავადების უკან დგას . ზოგს ამის არ სჯერა, რადგან ეს ორგანო, მხოლოდ ზოგი სინდრომის დროს იცვლის ფორმას და ზომას. იმიტომ, რომ ამ დაავადებების უკან, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების რღვევაა. ეს კი ფიზიკურად არ გამოიხატება. არამედ ბიოქიმიურად და ფიზიოლოგიურად .მაგალითად დაავადება—– წნევას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაზე მეტი მიზეზი პროცენტულად არის თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა. ამიტომ ვსაუბრობ ძალიან ხშირად ეწ დამარეგულირებლებით წნევის ძალით დამორჩილების არასწორი მიდგომების შესახებ. წნევის დამარეგულირებლებს ანუ გულის უკმარისობის საწინააღმდეგო მედიკამენტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს, თავისი კონკრეტული მიზანი და დანიშნულება აქვთ. მაგრამ, როცა წნევის მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობაა ,მათი ქრონიკული გამოყენება, წნევის მთავარი მიზეზის მკურნალობის გარეშე არის უხეში დამანგრეველი ზეწოლა ადამიანზე. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ზრდასრულებში, მოდის არაგონიერად მართული პედიატრიული მეთვალყურეობისგან.
თიმუსი იქ მდებარეობს , სადაც ფარისებრი ჯირკვალია, სადაც ჩიყვი ჩნდება. ის არის ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე. ეს კი შემთხვევითი არ არის. ადამიანის ორგანიზმი ასე სასწაულმოქმედად არის მოწყობილი. უფრო მეტად კი საოცრებაა ,კრებსის ფიზიოლოგიური ციკლის ის მილიონობით, ერთმანეთში აწყობილი რეაქციები, რომელთა სწორი მიმდინარეობა ჯანმრთელობას განაპირობებენ. შემთხვევითი აქ არაფერი არ არის. ბერძნულად-thumus—–სულს, სიცოცხლის ძალას, ბედნიერების წერტილს ნიშნავს. მისი ლიმფური ქსოვი ლი ახდენს ტე ლიომფოციტების დამწიფებას. საიდანაც იანგარიშება სიცოცხლის რეალური ათვლა. თიმუსი ეკრანია სიცოცლის და სიცოცხლის შეფერხების მაჩვენებელია. მის შემდეგ კი ,ამას ფარისებრი ჯირკვალი ტვირთულობს, რომელიც ეკრანია მთელი ორგანიზმის. მაოცებს ძალიან , როცა ვიღაც , ფარისებრის კვანძზე იტყვის———- არაფერიაო, როცა მასზე ,თითოეული ,ექოსკოპიურად გამოხატული ნახევარმილიმეტრიანი ნამცეციც კი ,უმრავი პრობლების საშ ველად მოხმობა და დიდი სიგნალია. თიმუსის ეპითელური უჯრედები 30ზე მეტ ჰორმონს გამოყოფენ. მაგალითადა–თიმინი, თიმოსინი, თიმოპოეტინი, ტე აქტივინი. ამ ჰორმონების ფუნქციებია—-იმუნიტეტის გადრეკადება; მოტორიკის და სამოძრაო უნარების კონტროლი და მართვა; ფსიქიკის განვითარება .თუ თიმუსი ჯანსაღია, თუ მისი ჰორმონები ჯანმრთელად ფუნქციონიორებენ, მაშინ ბავშვი აქტიურია, სპორტულია, ხალისიანია. არ ემართება ხშირი ბრონქიტები, გაციებები, ფილტვების ანთებები. დედები ამბობენ ზრდასრულ ბავშვებზე ხშირად—-ჩემი შვილი უჟმურია, უხასიათოა, აგზნებადია, ფეთქებადია. ეს იმიტომ , რომ თიმუსი არ არის პედიატრიულად ნაკონტროლები. რომლის მართვა სწორი კვებით, ჯანსაღი მეთოდებით და მინერალური ნაკლოვანებების შევსებით შეიძლებოდა. ეს რომ სწორად გავაკეთოთ, უპირველესად, ამ ორგანოს არსებობის შესახებ უნდა ვიცოდეთ. თიმუსი, ორსულობის მე 7 კვირაში წარმოიქმნება. დედას ორსულობის დროს, აუცილებლად სჭირდება ბე 9 ვიტამინის დამატება , რომ ბავშვი დეგრადირებული ამინომჟავებით არ დაიბადოს. ჯანმრთელი ბავშვები ,კი დაბადებულა ფოლატის დახმარების გარეშე . მაგრამ , დედას რომ კრიტიკული მომენტი დადგომოდა , რაც ხშირია ორსულობის დროს, მაშინ ფოლატის დეფიციტი დეფექტურ ან არასრულფასოვან ჩანასახს განავითარებდა. განსაკუთრებით ,ბავშვზე მეთვალყურების პირველ 5 წელს, პედიატრის აზროვნება , ყოველთვის თიმუსიდან უნდა დაიწყოს. რადგან თიმუსი , პირველი 5 წელი ძალიან აქტიურია და ყველა ფიზიოლოგიური მოვლენის ბატონ პატრონია. შემდეგ ნელ-ნელა ქრება. 25 წლიდან თანადათან აჩერებს მოქმედებას .40 წლისთვის ქრება ან ძალიან მცირდება .ზრდა განვითარებაში ჩამორჩენილ ბავშვზე, თუ თიმუსის მკაცრი , მუდმივი კონტროლი არ ხდება, ის არ არის აკადემიურად შეფასებული მედიცინის მხრიდან და ჯანმრთელობის მხრივ, აუცილებლად, პრობლემური ადამიანი იქნება მომავალში . თიმუსის პრობლემის დროს—–ამინომჟავების და ცილების ცვლები დარღვეულია. ამინომჟავებს შორის ბალანსი დარღვეულია, თუნდაც დეფიციტი არ იყოს. ეს კი უფრო საშიშია. მძიმე ფორმის თიმომეგალიის გამოხატულებას კიდევ დავაკონკრეტებ. იმიტომ, რომ თუ ეს არ დავაფიქსირეთ , ბავშვების და შემდეგ ზრდასრულების ცხოვრება ნადგურდება. სიცოცხლე აკლდებათ, ჯანმრთელობა ძლიერ ერყევათ———-წონის მატება, მკრთალი კანი,ოფლიანობა, ხველა, ცხელება, ყლაპვის გაძნელება, სილურჯე. დააკვირდით ,თუ გაციებული ან ბრონქიტიანი ბავშვის წოლის დროს ხველა მატულობს, თიმუსი შეუმოწმეთ. ეს სასიცოცხლოა . მისი მომავალი ჯანმრთელობა და სიცოცხლის წლები თიმუსის მდგომარეობაზეა ათვლილი. მთელი ცხოვრება ჩემს პაციენტებზე—– ჩვილ ბავშვებზე , თიმუსის გადიდების ან შემცირების ეჭვით და ამაზე გულის მუდმივი შფოთით ვიცხოვრე. ძალიან ხშირად დედამ სულ არ იცის, რას განიცდის ექიმი მის ბავშვზე. ბავშვებში როგორც გადიდება ისე შემცირებაც, პრობლემურია სიცოცხლისთვის. რატომ ხდება ბავშვებში თიმუსის შემცირება ანუ ჰიპოპლაზია?——————- 1-გულმკერდის განუვითარებლობა , ძირითადად, ატიპური რაქიტის გამო. 2—გულის და სასუნთქი გზების დეფექტები , რომლებიც ძალიან ხშირია და განსაკუთრებუბით მაშინ უნდა ვეძებოთ, როცა ბავშვს განმეორებადი გაციება ან ბრონქიტები აქვს. მითუმეტეს ,პნევმონიები. რადგან ,ამ განმეორებადობის 90 პროცენტის მიზეზი ,სწორედ თიუმუსის გადიდება ან შემცირებაა. ატიპურ რაქიტს და თიმუსს ,რომ აკადემიური ყურადღება ჰქონდეს პედიატრიულ ასაკში, ზრდასრულობაში არც ამდენი ბრონქოექტაზიური დაავადებებით,არც ამდენი ფქოდით და არც ამდენი ფილტვების სიმსივნით დაიტანჯებოდნენ ადამიანები. ანატომიური გადახრები განგაშის ზარია, რომ ფიზიოლოგიური და ჰორმონული პროცესები დეგრადირებისკენ გადაიხრება და ადამიანი ზრდასრულობაში დიდი პრობლემის ქვეშ დადგება. 3-დ ი ჯორჯის სინდრომი———–თიმუსის და პარათიროიდული ჯირკვლების ანომალია. ბევრმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, პარათიროიდული ჯირკვლების ანომალია რომ აქვს .ამ სასიცოცხლო ჯირკვლებს ჩვენში ტაბუ აქვს დადებული და მისი გაანალიზება იშვიათად ხდება. 4-დაუნის სინდრომი. დაუნის სინდრომით ბავშვებში უხშირეს ვარიანტში თიმუსის ჰიპოპლაზიაა. დაუნის სინდრომიანი ბავშვები ნიჭიერები და გონიერები არიან. დაუნი ნიშნავს დაყოვნებას——- სიტყვასიტყვით . ფიზიოლოგიურად მათ,თავისი გონებრივი გადაწყვეტილება გვიან მოაქვთ სოციუმამდე. ეს კი ბევრწილად გამოწვეულია თიმუსის პრობლემით. დაუნის სინდრომით ბავშვს , სპეციფიკური მიდგომა სჭირდება პედიატრის მხრიდან და იმ აკადემიური დეტალების გამოსწორება , რაც აბრკოლებს მის განვითარებას. უამრავი სოციალური და განვითარების პროგრამა მუშაობს ამ ტიპის ბავშვებზე . ხოლო ყველაზე მთავარ, ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ შტრიხებზე, რაც როგორც სასიცოცხლოა, ისე განვითარებისთვის კარდინალური მნიშვნელობისაა———–არავინ ამახვილებს ყურადღებას. მსოფლიო აკადემიურ მედიცინაში დეკლარირებულია ის ფიზიოლოგიური და ბიოქომიური პრობლემები, რაც დაუნს აფერხებს, რომ დაეწიოს განვითარებით სხვა ბავშვებს. ეს იმიტომ , რომ მედიცინა და მისი მართვის მეთოდები ჩვენთან ზოგ მიმართულებებში უკიდურესად ჩამორ ჩენილია. რა აქვს დანიშნული, როცა ვეკითხები დედას , პასუხობს, სტანდარტულ ვიტამინებს ან ამასაც არა. დაუნი ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის ჰაერივით აუცილებელია იმ ინგრედიენტების დამატება და იმ ცვლების მოწესრიგება, რის ი ნაკლებობითაც არიან ისინი დაყოვნებული განვითარების.
პატარების სიმაღლეში და წონაში ჩამორჩენის დროს ,ყოვლთვის მთავარი აქცენტი უნდა ავიღოთ თიმუსის პრობლემაზე . ასევე–კრუნჩხვების და დიზბაქტერიოზის დროს. დიზბაქტერიოზს, კრუნჩხვებს, ბავშვების განვითარების შეფერხებას, თირკმელზედა ჯირკვლის ფონური მიზეზი აქვს. ხოლო ლოკალურად, ამ დაავადებებს თავისი ინდივიდუალური მიზეზები აქვთ. ხშირად ვამბობ, დანაშაულია დაავადების გააზრება ლოკალურ ა სპექტში. მათი სათავო მიზეზის გაუთვალისწინებლობით. ნებისმიერი განმეორებადი და ქრონიკული დაავადების უკან , თირკმელზედა ჯირკვალი დგას. თიმუსის პრობლემის გარეშე თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებამდე არ მივა პროცესი. ექიმები უნდა დავფიქრდეთ, ნებისმიერი დაავადების დროს უკან მდგარ პრობლემებზე. თიმუსის კვლევა უადვილესია. მანამდე, ექიმის აზროვნება ა საჭირო. რენტგენზეც იკვეთება. მითუმეტეს, კარგად ჩანს ულტრაბგერით სკანირებაზე. თან ეს არ ასხივებს და უსაფრთხოა.
რა შემთხვევებშია თიმუსის სრული აპლაზია. კარგად დააკვირდით ამ სინდრომებს. მათი დიაგნიოზი ხშირად ვერ ისმევა ბავშვთა ასაკში და ადამიანები სიცოცხლის წლებს კარგავენ, მედიცინის ზოგი რგოლის განუვითარებლობის გამო. ეს სიცოცხლის წლების ძალიან შემამცირებელი ვარიანტები, ხან დაბალი დონის მედმუშაკის მიერ, შენიღბულია რუტინული დაავადებების სახელწოდებაში და ეძლევა პრიმიტიული დანიშნულება. ეს იმიტომ, რომ სამკურნალო დარგის აკადემიური კონტროლი, ამ ქვეყანაში არ არსებობს. 1————-დი ჯორჯის სინდრომი ახალშობილობიდან. დამახასიათებელია სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციები. ფილტვების ანთება, კუჭ-ნაწლავის ანთება და ბრონქიტი, რომ ხშირად მეორდება ან თუნდაც გაციება, ეს არ უნდა აძლევდეს ექიმს მოსვენების საშუალებას. ეს ხომ ხშირია ჩვენს სინამდვილეში. ყოველთვის კი არ არის, მაგრამ, აუცილებლად დი ჯორჯის სინდრომი უნდა გამოირიცხოს. თუ კლასიკური ფორმაა და არა ატიპური, მაშინ ქვედა ყბის ან ყურის ბიბილოს ანომალიაც შეიძლება იყოს. ლიმფური კვანძები პირიქით დაპატარავებულია ამ დროს და ხშირად შეფასებისას ამბობებენ, რომ ზუსტად ნორმააო, რადგან გადიდებული არ არის. რამდენიმე შემთხვევა დავაფიქსირე ამ სინდრომის. ყოველთვის აზრიანი მშობლები შემხვდნენ. ამათ გარდა, ერთი შემთხვევა დი ჯორჯის სინდრომის ,ძალიან გულმტკივნეულად დამამახსოვრდა . როგორც ხდება ჩამორჩენილ ქვეყანაში და არც უნდა გიკვირდეს. მადლობის მაგივრად დამცირება. დიდი ცინიზმის მსხვერპლი გავხდი. არ დამიჯერეს. მეორემ გაურკვია ,რომ ეს ჩვეულებრივი ნაკლები იმუნიტეტის გამო ხშირი ბრონქიტი და ფილტვების ანთება იყო. ბევრი ვუხსენი მშობლებს. ბევრი თხოვნა დამჭირდა გაეგოთ. ევროპის ქვეყანაში 10 წლის შემდეგ დაუდგინდა ფილტვების მძიმე დაზიანება, რასაც ვპროგნოზირებდი. ბოდიში დაგვიანებული იყო. ბოდიში არავის არ გვჭირდება. სიცოცხლით დაინტერესებულ და მებრძოლ ექიმებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის ბრძოლა , უპირველეს ამოცანად და ცხოვრების მიზნად მიგვაჩნია. როცა პრობლემის გამოსწორება პედიატრიულ ასაკში შეიძლება და ეს არ მოხდება, მაშინ ზრდასრულობაში ყოველთვის შეიქმნება დიდი სასიცოცხლო დაბრკოლება. ასეთი ადამიანებია ჩვეულებრივად რომ ცხოვრობენ და ხან მნიშვნელოვან პოსტებზეც მოღვაწეობენ. ეს სინდრომები სანამ კულმინაციას არ მიაღწევს ,მხოლოდ განმეორებადი ბრონქიტებით ან გაციებით მიდიან. მაგრამ ,ერთ დღეს კრიტიკული დასასრული დადგება. ან სიმსივნედ გამოვლინდება ან რამე მძიმე პათოლოგიად. განმეორებად ი ჩივილის სიგნალი ,არასოდეს ტყუილად არ მოუცია ორგანიზმს. დაავადებების შეფასება მოკლე არეალში არ შეიძლება. ისინი სინდრომულ არეალში უნდა გავიაზროთ. რადგან, ძალიან ხშირ შემთხვევაში ერთი შეხედვით მარტივი დაავადება , ზოგი ,სიცოცხლის დარმთრგუნველი სინდრომის შემადგენელია. დი ჯორჯის სინდრომის დროს , ტე ლიმფოციტების ნაკლებობაა და ბე ლიმფოციტების მატებაა .2-ნეზელოფის სინდსრომი———ბავშვს ახალშობილობიდან უმეორდება ბრონქიტები. ემართება ვირუსული ან სოკოვანი ენტეროკოლიტები. რასაც ხშირად ბაქტერიულად თვლიან და ანტიბიოტოკის გამოყენებით იმუნიტეტს უფრო უხშობენ, რადგან ,ვირუსული ან სოკოვანი ენტეროკოლიტის დროს ანტიბიოტიკი დაუშვებელია. ამ დაავადების დროს, ბავშვს და ზრდასრულსაც აქვთ ხშირი ჰერპესები. სამწუხაროდ, ჰერპესზე ხშირად ბრმა მკურნალობაა. არ ხდება დაკვირვება რა მიზეზი აქვს კონკრეტულ ჰერპესს. იზოლირებულად ითვლება ძალიან ხშირად. ის კი ხან, მაგალითად , ნეზელოფის სინდრომის ფონზეა. ჰერპესის არაკომპლექსური და მხოლოდ ლოკალური გააზრება და მკურნალობა , ტე ლიმფოციტების რიცხვს დაბლა აგდებს . ნაადრევი სიკვდილობების რიცხვი, ამ შემთხვევაში სტატისტიკურად საკმაოა. თუ ჰერპესი 40 წლამდე აქვს ადამიანს და მას ამ დროს ნეზელოფის სინდრომს ვერ გამოვურიცხავთ, ტე ლიმფოციტების რიცხვი მაინც უნდა დავუთვალოთ. ჰერპესი ისეთი ფენომენია, ის თითქმის, არასოდეს არ არის იზოლირებულად. ის ყოველთვის , რომელიმე ღია ან ლატენტურად მიმდინარე იმუნოლოგიური პათოლოგიის ფონზეა. რომელიც თუ ახლა ლატენტურია, მომავალში, აუცილებლად ღიად იჩენს თავს. ახლაკი, ტვინი ჰერპესის სახით მყვირალა ცნობას გაწვდის, ჯანმრთელობის მიხედვის შესახებ. 3———-ლუი-ბარის სინდრომი——-ლიმფოციტები ქვეითდება. მას ახასათებს 1——კოორდინაციის მოშლა2-სისხლდენები 3-გონების ამღვრევა ან დაქვეითება 4-ფილტვის ინფარქტი. ასეთებს სტატისტიკურად, ხშირად ემართებათ ჯირკვლების კიბო—–ლიმფოგრანულომატოზი. აქამდე არ მივიდოდა საქმე , პედიატრიული მეთვალყურეობის დროს, თიმუსის კონტროლი რომ ყოფილიყო. ვიმეორებ ,დაავადებათა 80 პროცენტი ზრდასრულობაში, აკინძულია ბავშვობის არარეგულირებული პათოლოგიების გამო. 4-შვეიცარის სინდრომი-ამ დროს თიმუსი მცირდება. მასთან ერთად მცირდება ,მთლიანად ლიმფური ქსოვილი. ლიმფური ჯირკვლებ ი პათოლოგიურად დაპატარავებულია. ამიტომ, არ შეიძლება ვიმსჯელოდ ჯირკვლების პრობლემაზე, მხოლოდ გადიდების მიხედვით. საჭიროა მკვეთრი ინსპექცია, რომ ვნახოთ, ჯირკვლების ზომა შემცირებული ხომ არ არის. ეს სინდრომი ხშირად აღენიშნება იმ ახალშობილებს, რომელთა სიკვდილობის სტატისტიკა 6 თვემდეა. მათ აქვს ძლიერი ვირუსული ან ბაქტერიული პროცესები.
სტატისტიკურად, ბავშვთა სიკვდილობებში თიმუსის ჰიპოპლაზიით —–მეტია გარდაცვალებები. . კერძოდ კი , ნაწლავების და ფილტვის პათოლოგიების გამოვლინებით. სიკვდილობის შეჩერება შესაძლებელია, მთავარი მიზეზის პოვნით. მთავარი მიზეზის პოვნის დროს, სულ სხვა გახდება, მაგალითად, პნევმონიის მკურნალობის სტრატეგია და ბავშვს ბევრად მეტი შანსი აქვს გადარჩენის. ამიტომ, პედიატრიულ კონტიგენტში მძიმე ფილტვების ანთების ან მძიმე ფორმის ნაწლავური პრობლემის დროს, აუცილებლად თიმუსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება.
სამწუხაროდ, ჩამორჩენილი მედიცინის ფარგლებში , დაბალ სუბფებრილიტეტს სიცხედ არ თვლიან და ნევროზად ნათლავენ. ადრეც ავხსენი რამდენიმეჯერ——აკადემიურ მედიცინაში 36 და 7დან 38მდე ეწოდება დაბალი სუბფებრილიტეტი. 38დან ეწოდება მაღალი სუბფებრილიტეტი. ხოლო 39დან ——-ჰექტიური ცხელება. დაბალი სუბფებრილიტეტი, რომელიც მოსახლეობაში, დღეს ძალიან ხშირია, უამრავ მიზეზს მოიცავს. ადრე, განვათავსე სტატია, დაბალი სუბფებრილიტეტის, 50, ყველაზე გავრცელებულ მიზეზზე. საერთოდ კი,, თანამედროვე ევროსტანდარტით, ამ ტიპის სიცხეები ს მიზეზების განხილვის დროს , კლასიფიცირებულია 500მ დე დაავადების ჩამონათვალი. ანუ 37 და 37მდე ტემპეტარატურა სიცხეა. მაგრამ, ამ ფაქტს რომელიც მსოფლიო მედიცინის სტანდარტია , ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე, რომლებსაც მედიცინის თანამედროვე პარამეტრებზე ხელი არ მიუწვდებათ და კვლავ ძველ მეთოდებს ებღაუჭებიან. ერთ სტატიაში ავხსენი, თუ რამდენი მძიმე დარღვევა ხდება ადამიანის ორგანიზმში , როცა მას თუნდაც,დაბალი სუბფებილური ტემპერატურა აქვს. მაგალითად ავიღოთ ებშტეინ-ბარის ვირუსი და მის ფონზე გადატანილი მონონუკლეოზი. ამავე სახელწოდების თემაში დეტალურად ავხსენი ეს დაავადება. იქვე ავღვნიშნე , რომ რეალური ფაქტებია აღწერილი, როცა ამ დაავადების გამოცნობა ხან ვერ ხდება და ანგინაში ერევათ. რაც სისხლის დაავადების დამართების საუკეთესო ფონია. დღევანდელი მონაცემებით, სიცხეების მტარებლებში , სტატისტიკურად ჭარბობენ ებშტეინ-ბარის ვირუსის მქონენი გადატანილი მონონუკლეოზით. არის შემთხვევები, როცა პაციენტისთვის უთქვამთ ———ეს ვირუსი მაინც არ გამოდის ორგანიზმიდან და ეს სიცხეები დაივიწყე ო. წარმოუდგენელია, პათოლოგიის და ადამიანის ბედის ასე მიგდება და უარესი მომავლისთვის გაწირვა. ებშტეინ-ბარის ვირუსის დაფიქსირების დროს, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ თიმუსზე აქცენტირება. თიმუსის პათოლოგიური ჩართვის გარრეშე სიცხე არ გახანგრძლივდება.
თიმუსის ჰოპოპლზიის დროს, პარათიროიდული ჯირკვლები უნდა გადაკონტროლდეს დეტალურად. გულ-სისხლძარღვთა სიკვდილობის ასაცილებლად ყველა ასაკში, თიმუსზე უნდა იყოს ყურადღება გადატანილი. დღეს მსოფლიო მედიცინის სტატისტიკით, პედიატრიულ კონტიგენტში ბავშვთა სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ———–თიმუსის ჰოპოპლაზია ან სუსტი მომწიფება. თუმცა მედიცინის უფრო განვითარებულ კატეგორიაში, ვინც თიმუსის ფუნქციონირებას აზროვნებაში ატარებდა, წინა ეპოქაში ,ბავშვთა უეცარი სიკვდილების მთავარ და ხშირ მიზეზად , სწორედ თიმუსის გადიდება ითვლებოდა. სიკვდილობის ასაცილებლად, ყველა განმეორებად დაავადებაზე , პედიატრიულ კონტიგენტში საჭიროა დიდი ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა.თუ ტე და ბე ლიმფოციტები დაქვეითებულია, სასუნთი და ნაწლავების სიტემა სამიზნეზე გყავდეთ და იმუნური სისტემის გენეტიკური დეფექტები გამორიცხეთ. პედიატრიული ევროსტანდარტით, მითითებაა, რომ ხშირი გაციების დროსაც კი, პატარებში თიმუსის სიმსივნე უნდა გამოვრიცხოთ. ასევე——-ხშირი სურდოს, ხშირი ყელის ტკივილი-ს დროსაც –თიმუსის სიმსივნე უნდა გამოვრიცხოთ. ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას ყველაზე მეტად ამცირებს აუტოიმუნური დაავადებები. ეს იქნება ჩიყვის ზოგი ტიპი თუ , ზოგი შემაერთებელქსოვილოვანი მძიმე დაავადებები. გახსოვდეთ———-თიმუსი პირადად აგებს პასუხს, აუტოიმუნური დაავადებების პროფილაქტიკაზე. ამერიკის მედიცინაში იყო, შიდსის განკურნების შემთხვევები, თიმუსის სტიმულირების შემდეგ. თიმუსში განთავსებულია ბე და ტე ლიმფოციტები, რომლებიც ორგანიზმს მტკიცედ იცავენ უცხო სხეულებისგან. უცხო სხეულები ორგანიზმში, მხოლოდ დასაზიანებლად არიან შემოსულები. აუტოიმუნური დაავადებების დრის, ტე ლიმფოციტები საკუთარ ორგანიზმს ანადგურებენ. თიმუსი თუ ჯანსაღია, ის ფარად ეღობება საკუთარი ლიმფოციტების სხეულზე მავნე ზიანს. აუტოიმუნური დაავადების დროს, თიმუსი უკვე დაზიანებულია .როცა პაციენტს ნახულობ , მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის კარცინომნით, სამეცნიერო სტანდარტით მისი თიმუსი უკვე ძლიერ დეგრადირებულია. მაგრამ, ამ ადამიანისთვის თიმუსის არსებობის და მნიშვნელობის შესახებ ჯერ არავის არ უთქვამს. მისი სტიმულირება, თუნდაც, მედიკამენტების გარეშე ც, ცხოვრების წესის შეცვლით და კვების ახალი სტილით უკვე ამატებს სიცოცხლის ხარისხს. ადამიანები ხშირად ამბობენ ——-მე ამოვიკვეთე ფარისებრი ახლა კიბო აღარ მაქვს. ახლა მხოლოდ ამ ჩივილების გაქრობა მინდა. პაციენტს უნდა ავუსხსნათ მისი დაავადების მექანიზმები, რომ უფრო მეტად ჩაერთოს თავისი სიცოცხლის გახანგრძლივებაში .შენ ამოიკვეთე ანატომიურად, მაგრამ იმუნოლოგიურად დარჩა და გრძელდება. ეს შემაწუხებელი ჩივილებიც მისი დატოვებული მემკვიდრეობაა. ასეთი მდგომარეობების დროს, თიმუსი უკიდურესად დეგრადირებულია.
თუ თიმუსი ნორმის ფარგლებშია, იზრდება ჯანმრთელი ბავშვი. ახალგაზრდობა ქრება თიმუსის გაქრობასთან ერთად. ღეროვანი უჯრედების შეყვანა თიმუსში, თუ ძალიან დაგვიანებული არ არის, თიმუსსაც ათინეიჯერებს და ადამიანსაც. ცოტაზე გადიდებული თიმუსი საგანგაშო არ არის. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს რომელიმე ვიტამინი ან მინერალი ან მიკროელენმენტი ან რომელიმე მჟავა აკლია. თუ შევსების შემდეგ არ დაიკლო ზომაში, მითითებული სტანდარტით, სიმსივნე უნდა გამოირიცხოს. თიმუსის გადიდება თუ გაგრძელდა , უნდა გამოირიცხოს——-1—-კიბო 2—ანემია და გულსისხლძარღვთა დაავადებები3—აუტოიმუნური დაავადებები 4—-ენდოკრინული დაავადებები. არცერთ ადამიანს დიაბეტი არ გამოუვლინდებოდა, თიმუსი რომ თავიდანვე პრობლემური არ ჰქონოდა. დაბადებიდან ———5 წლამდე ,ჯანსაღი თიმუსი, იმდენ ტე ლიმფოციტს გამოიმუშავებს, რომ თავისუფლად ყოფნის ჯანმრთელ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე. დავაკონკრეტებ თიმუსთან დაკავშირებით, რა არ არის საშიში და რა არის ძალიან საშიში. არ არის საშიში———–მცირედ, ზომაში მომატებული ჯირკვლები ; გადიდებული ნუშურები; წონის ცოტა მატება. ძალიან საყურადღებოა და საშიშია შემდეგი პარამეტრები————-წონის სწრაფი მატება; დაწოლილ მდგომარეობაში ხველა; მკერდზე არსებული გამოკვეთილი ვენები ;ჯირკვლების ზრდა ;ატირებული ბავშვის კანის ფერის ცვლილება ;ოფლიანობა;ფეხების და ხელების სიგრილ ე;სახსრების პრობლემები ;დაბალი წნევა; კრიპტორხიზმი,; ფიმოზი;ანემიები; 37 ან მასთან ახლოს მყოფი ტემპერატურების გახანგრძლივება.
რა შემთხვევებში მცირდება ბავშვებში თიმუსის ზომები—————-არასრულფასოვანი კვება ;ტრავმა; გაციებები ;ლეიკემია,ცილების დეფიციტი;პანკრეასის კისტური ფიბროზი ;არამიზანმიმართულად დანიშნული ქიმიური მედიკამენტები. რა შემთხევევებში დიდდება თიმუსის ზომები————–აუტოიმუნური დაავადებები; ჰიპოთალამუსის პრობლემები .გადიდებული თიმუსის დროს ბავშვებს ატიპური ფილტვების ანთებები ემართებათ ტემპერატურის გარეშე ,ზიანდება ფილტვები და თუ გენეტიკური განწყობაა პათოლოგიური , ფილტვის სიმსივნეების ჩამოყალიბებაც ადვილად ხდება ზრდასრულობაში. თანამედროვე მსოფლიო მედიცინა, თიმუსის გადიდებას პირადაპირ მიზეზად ასახელებს——დიაბეტის, ჩიყვის, ფილტვის ატელექტაზის , ასთმის ჩამოყალიბებაში. გადიდებული თიმუსის მიზეზით ——-ხდება -ნაწლავის პერისტალტიკის არევა და შეიძლება ნაწლავის ანთება ეგონოთ; ყლაპვის გაძნელება;არის ხშირად სამწვერა ნერვის ანთების გამოხატულება და რეალობაში ეს დიაგნოზი არ არის ;ასევე შეიძლება მოხდეს ფილტვის ალვეოლის გახეთქვა.
ასე რომ , თიმუსი ეს არის იმუნური მაგნატი, იმუნიტეტის მთავარი ცენტრი. ის ბავშვებში მარტო იმუნიტეტს კი არ ქმნის, არამედ, ორგანოების სისტემებს ჯანმრთელ ფორმაში ჩამოაყალიბებს. ზრდასრულების იმუნიტეტი, მას ხელში უჭირავს და აკონტროლებს. გამოვკვეთავ თიმუსის სამ უმთავრეს ფუნქციას————1-ლიმფის მართვა. როგორც ხშირად ვამბობ მედიცინის რეალობას, ორგანიზმში კიბო ლიმფის გზით შემოდის. 2–ენდოკრინოლოგიის სრული კონტროლი. 3-იმუნიტეტის მომწიფება. თიმუსი რომ გაათინეიჯერო———უნდა იკვებო სწორად და ნატურალურად და ასევე უნდა მართო -ჰორმონი გრელინი, რომელზეც ასე ხშირად გესაუბრებით. უნდა მეტი იმოძრავო. ზრდასრულების მიზანია , შეინარჩუნონ თიმუსის ფუნქცი ები , რომ მეტი ახალგაზრდობა დაისტატუსონ. რაც ჯანმრთელია თიმუსი, მით უფრო არ დაბერდება ადამიანი. თიმუსის ჰორმონები ცილებია. ისინი ადამიანის ფიზიოლოგიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვან ჩარევას ახორციელებენ. ისინი———–ნერვულ სისტემას აბალანსებენ; ენერგიით ავსებენ ადამიანს ;გლუკოზას შლიან და არ აქცევენ ცხიმად; აკონტროლებენ ჰიპოფიზს და ფარისებრ ჯირკვალს მუდმივად აჯანმრთელებენ; ვიტამინების, მინერალების და ფერმენტების ცვლებს აბალანსებენ. თიმოსანი ლიმფოციტებს ქმნის. თიმოპოეტინის ძალისხმევით სისხლის უჯრედები ორგანიზმს იცავენ.თიმულინი ფაგოცოტოზს აძლიერებს და რეგენერაციას—–დაზიანებული უჯრედის აღდგენას აჩქარებს .თიმუსის ჰორმონები თირკმელზედა ჯიორკვლების და სასქესო ირგანოების მუშაობის მთავარი ზედამხედველებია. თიმუსი დეგრადირდება და ტე ლიმფოციტები სუსტდება და კვდება შემდეგი მდგომარეობების დროს————–სტრესი,დაბალი ტემპერატურა,ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, ცილების დეფიციტი,სულიერი და ფიზიკური ტრავმა; თუნდაც ძლიერი დარდი ან ადამიანისგან შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენა ;ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადება ;არასწორად მართული ქრონიკული დაავადებები. თიმუსი დიდ პრობლემაში ვარდება, როგორც სიმსივნეების, ისე , ჯირკვლების ნებისმიერი გადიდებისას. თიმუსის გადიდების ყველაზე საშიში ვარიანტებია——ლუპუსის ერითემატოზი ;რევმატიული ართრიტი; სკლეროდერმია, მიასთენია გრავისი. ისევ დავაკონკრეტებ თიმუსის გადიდების ნიშნებს ჩვილ ბავშვებში——კუნთების ტონუსის დაქვეითება ;ღებინება ან წამოქაფების სიხშირე, როცა თიმუსზე, არ ფიქრობენ და კვების ტიპებს აკონტროლებენ; მაღალი წონა;კანის სიფერმკთალე; ოფლიანობა; ადენოიდები, ტონზილები. კიდევ დავაკონკრეტებ, თიმუსის ჰიპოპლაზიის ანუ ზომაზე მეტად შემცირების ხშირ ვარიანტებს——–დე ჯორჯის თანდაყოლილი პათოლოგია გულის დეფექტებით; კრუნჩხვები ბავშვებში, რომლის დროსაც ჩვენში დღესაც , ჯერ კიდევ არ დაინერგა , თიმუსზე მთავარი ყურადღების გადატანა; სახის ძვლების ანომალიები; ხშირი ვირუსები ;დიაბეტი, რომელის დაწყების პროვოცირება,ნებისმირ ასაკში, მთლიანად აა დამოკიდებული——-ბავშვობის დროს უყურადღებოდ მიგდებულ, პრობლემურ თიმუსზე და ამის გამო, ლატენტურად, დიდი ხნის დაზიანებულ პანკრეასსა და ღვიძლზე. მეტი გაგებისთვის, ისევ მივუბრუნდები პოპულარულ პრობლემას -ალერგიას. ალერგია, ნებისმიერი ალერგიული გამოხატულება, განსაკუთრებით ბავშვებში, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტით მთლიანად თიმუსის პრობლემაა .რისი გაგება და აღქმა ჯერ ჩვენში სულ არ არის. ალერგიის დროს, ექიმის მიერ თიმუსის , როგორც მთავარი დამნაშავის ვერგააზრება, ალერგიულ ორგანიზმს ამსგავსებს კორიდას სასტიკ ბრძოლას. როცა ერთმანეთს კლავენ და არავინ ეხმარება. ორგანიზმში შეიჭრე ბ ა ალერგენი ანუ ანტიგენი . გამომუშავდება , სწორედ თიმუსის დიდი მონაწილეობით , ანტისხეულები მასთან საბრძოლველად. ამ ბრძოლაში ანტიგენ—– ანტისხეულის რეაქციიდან მიიღება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ჰისტამინი. ალერგიის მედიკამენტის ფუნქცია ა, კორტიზოლმა შებოჭოს ჰისტამინი და გარედ გამოაძევოს. მაგრამ, თუ თიმუსი აქტივობით ვერ გამოირჩევა, მითუმეტეს თუ იმუნურად პარალიზებულია, ალერგიის სამიზნე მედიკამენტი , შედეგიანი ვერ იქნება. ამიტომ , ალერგიის დროს, ყველაზე სწორი მიდგომა თიმუსის სტიმულაციაა———- იმ ნივთიერებებით, ვიტამინებით, მჟავებით მიკროელემენტებით, რომელთა წინასწარ დაცემის გამო, ღვიძლმა და თიმუსმა ალერგენის დეტოქსიკაცია ვერ შეძლო. დღის განმავლობაში მილიონობით ალერგენი იჭრება ორგანიზმში. თუ თიმუსი და ღვიძლი მინერალურ შიმშილს არ განიცდიან, ისინი უხმოდ აკეთებენ ალერგენების განეიტრალებას. მინერალური დეფიციტებისა და მეტაბოლური ინგრედიენტებით შიმშილის დროს ,ღვიძლის ფუნქციები სუსტდება ან ქრება .ჩივილზე კი არ უნდა იყოს მედიკამენტი გათვლილი, არამედ იმ ორგანოს ფუნქციურ უკმარისობაზე , რომელმაც ეს ჩივილი გამოიწვია. მკურნალობის სწორი სტარატეგია ეს არის და არა ჩივილის მოგუდვა. უკვირთ და ჯერ დაუმკვირდებელი და თითქმის მიუღებელი სიახლეა,როგორც ყველა ტიპის პროგრესი ნელა განვითარებად ვითარებაში, როცა ალერგიას ან ეგზემას ან თუნდაც აკნეს ვმკურნალობ და მთავარი აქცენტი თიმუსზე და ღვიძლზე მაქვს გადატანილი. კერძოდ, თიმუსის და ღვიძლის მინერალური ნაკლოვანებების გამოკვლევაზე და შევსებაზე. თუ ალერგიის ნებისმიერი გამოვლინების დროს, თუნდაც ეგზემის დროს, მიზანი მალამოების ზეწოლით, მხოლოდ ის გვექნება, რომ ნაკლებად მოიქავიოს ადამიანმა , შედეგი არ იქნება. ჯანმრთელი ადამიანის სისტემა ისე სასწაულად არის აწყობილი, რომ თიმუსი მუდმივად წვრთნის ლეიკოციტებს , მუდმივ რეჟიმში დაცქვეტილი ყურებით ირბინონ დ ა ორგნიზმში დააფიქსირონ –უცხო,მავნე გარედან შემოსული სხეულები და მაშინვე იქცნენ მათ მკვლელებად ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად . კიბოთ დაავდებულებს ბავშვობიდან პრობლემური თიმუსი ჰქონდათ და დაბალი დონის პედიატრიული მომსახურების ფარგლებში ეს ვერ დაფიქსირდა. კიბოს დროს თიმუსი და ღვიძლი ფარხმალს ყრიან, მაგრამ, ეს დასასრული ნამდვილად არ არის და იცოდეთ მათი გააქტიურება ისეა შესაძლებელი, რომ შეიძლება არასიმსივნურ ორგანიზმს აჯობონ .დი ჯორჯის სინდრომი გენეტიკურია. ასეთი ბავშვი ხშირად ცივდება ან ბრონქიტები ან ფილტვების ანთებები ემართება. თუმცა ამ სინდრომის ფონის გარეშეც ამავე სიმპტომებზე———თიმუსს დააკვირდით და ჯანმრთელობის ხანგრძლივად მისაღწევად თიმუსი მართეთ. თიმუსის მძიმე დაავადებები ბევრია. ისევ განვიხილავ ძალიან მოკლედ , მხოლოდ უფრო ხშირად გავრცელებულებს. მიასთენია გრავისი ——-რომლის -დროსაც არ არის გადაწურული სიცოხლის და ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედი.ეს კუნთების სისუსტეა. ანტისხეულები, ამ დროს , კეტავენ მიასთენია გრავის ნერვებს და კუნთებს შორის კონტაქტს. კუნთების უკიდურესი სისუტე ა მეტყველების გაუარესებით; ღეჭვის, ყლაპვის გაძნელებით; კისრის გაშეშებით, სიარულის გაძნელებით.
თიმუსის ფოლიკულური ჰიპერპლაზიის ტიპის დროს, მისი უჯრედები ძალიან დიდდება. ამ დროს არის ერთი-ერთი დაავადება——ლუპუსი, გრეივსი, გრეივსის დაავადება.ამ დროს ორგანიზმი თავის უჯრედებს ესხმის თავს და ანადგურებს. ეს კი ხდება და მწვავდება ჩვილობიდაში გაუაზრებელი თიმუსის გამო, რომელიც თავისი პრობლემის დროს ბევრ სიგნალებს აძლევს მედიცინას. თიმომა———თიმუსის ჯირკვლის კიბოა. ის ხან კეთილია, ხან კი ავი. მისი სიმპტომებია—-აუხსნელი გახანგრძლივებული ხველა .იმაშიც რომ დარწმუნდეს ჭკვიანი ექიმი ———– გახანგრძლივებული ხველის დროს , ფილტვის არტერიაში რეალურად ყოველთვის თრომბია ,მან უფრო საწყისი მიზეზი—— თიმუსში უნდა ეძებოს. ასევე თიმომას ახასათებს— ხან ქოშინი ;გულმკერდის პერიოდული ტკივილი,;ყლაპვის გაძნელება;წონის დაცემა; ან შეშუპება; თავის ტკივილი; თავბრუხვევა.
თიმუსის ცისტები და კისტები. სითხით სავსე შეშუპებებია. არა აქვს თითქმის ჩივილები .მაგრამ, კიბოს დაწყების წინასწარი სიგნალები შეიძლება იყვნენ. არავინ არ მოკვდებოდა ფილტვის სიმსივნით, თიმუსი რომ მართულიყო ბავშვობიდან და თუნდაც პრობლემის დროს ზრდასრულობაში. თიმუსის მართვა ფილტვის სიმსივნის აცილების უმთავრესი პირობაა. რადგან, ჭკვიანი ექიმის მიერ თიმუსის მართვა ნიშნავს, ფილტვის იმ ფერმენტების სწორ კალაპოტში ჩაყენებას, რომელთა დისბალანსი უპირობო მიზეზია ფილტვის სიმსივნის. ყველა ტიპის სიმსივნე ფერმენტების პრობლემიდან იწყება. ფერმენტული რეაქციების მიმდინარეობის დეტალური ცოდნა მედიცინის ანბანი უნდა გახდეს ყველასთვის. ასთმური სინდრომის დროს , თითქმის, იხრჩობა ადამიანი და ხშირად ზოგადი დროებითი დახმარება მიმდინარეობს , რომ სპაზმი გაიხსნას და უფრო თავისუფლად ისუნთქოს. მთავარი მიზეზი ასთმის სინდრომის, ამ დროს ამინომჟავა ცისტეინის ცვლის სრული მოშლაა, რომლის დროსაც ირღვევა ფილტვის სპეციფიკური ფერმენტების და ნოვთიერებების გამოყოფა, რომელებიც თავისუფალ სუნთქვას უზრუნველყოფენ. მაგრამ, ამ ადამიანის თიმუსი გაკონტროლებული და მართული რომ იყოს, ეს შეტევა არ იქნებოდა. ასთმის ინჰალატორების დროებით გამოყენება აუცილებელია, თუ სხვა მექანიზმების მართვის უნარი არ არის. მაგრამ მათი ,სამკურნალოდ ხანგრძლივი გამოყენება, როგორც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე კვლევები ადასტურებს, ფილტვის სიმსივნის დიდი ხელშეწყობაა. ა დამიანის ნატურალობის დამახინჯების და მოსპობის სწრაფი საშულებებია. ისე არაფერი, არცერთი ტოქსინი ა,რ წამლავს ღვიიძლს, როგორც ინჰალაციური საწამლავები.
სტასტიკურად არის დაფიქსირებული შემთხვევები და ყველას გაუგონია, მაგალითად ,სრულიად უწყინარი, მსუქანი, ერთ წლამდე ბავშვი უცებ გარდაიცვალა. ასევე, მსუქანი უფროსკლასელები, რომლებსაც დედების დაკვირვებით, არაფერი ჩივილი არ ჰქონდათ, გარდა სიმსუქნისა და იმისა, რომ ხან ტელევიზორთან ისე ადგილად ჩაეძინებოდა , როგორც ჭარბი ქოლესტერინით გაჟღენთილ, დიდმუცლიან ზრდასრულს. რამდენიმეჯერ მომისმენია გარდაცვლილების მშობლებიდან, რომ ამ ჩივილის გამო იყვნენ ექიმთან, მაგრამ————არაფერიაო. ნუთუ არაფერი??????? ადვილად ჩახვრინება, ეს ხომ ინსულინრეზისტენტობის ყველაზე აგრესიული დარღვევის კლასიკური მაგალითია. რამდენი ოჯახი უბედურია, იმის გამო, რომ სწორი სამედიცინო მეთვალყურეობა არ ჩატარდა. არცერთი პათოლოგია არ იწყება უცებ. ყველაფერს საფუძველი აქვს. ძალიან უსიამოვნია ჩემთვის ამ ტექსტის წერა. მაგრამ, სხვა მომავალი პოტენციური სიკვდილებისგან უნდა ვიხსნად ადამიანები. ჭარბწონიანი ახალშობილი უნდა განვიხილოდ, როგორც საყურადღებო და რისკის ჯგუფი. მას განსაკუთრებული მეთვალყურება და მეტაბოლიზმის გამოსწორებისთვის ბრძოლა სჭირდება დაბადებისთანავე. ნუტრიციული გათვლებით, ინდექსებით და ფორმულებით გამოყვანილი ნატურალური კვება. ასევე, რაც მთავარია———– თიმუსზე ზედამხედველობა. თუ თიმუსის პრობლემა არ არის ,სიმსუქნე საშიში არ არის და ყველა ასაკში, მხოლოდ კვებით და სპორტით რეგულირდება, ფიზიოლოგიური პარამეტრების კონტროლის ფონზე. სიმსუქნე, გართულებულ ფორმას და სასიკვდილო რისკებს იძენს თიმუსის პრობლემის დროს. სრულყოფილ ქვეყანაში, აკადემიური ჯანდაცვის პირობებში პროგრამამ უნდა იმუშაოს, რომ მშობლებს დავეხმაროთ ჭარბწონიანი მოსწავლეებისთვის ყველა საშიში რისკის მოსახნელად და მეტაბოლიზმის სარეგულიროდ.ეს სიცოცხლის გარანტიას ნიშნავს. თიმუსის პრობლემის დროს, ჭარბწონიანი მეათეკლასელის ორგანიზმი სასიცოცხლო შესაძლებლობებით, შეიძლება შეფასდეს როგორც 70 წლის სხეული. სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიღწევა ყოველთვის შეიძლება. პროფილაქტიკური მიდგომები სწორად რომ განხორცილდეს და ბავშვის სიცოცხლეს ხელი შეეწყოს, ამისთვის ეს დეტალები, ზოგმა კი არა , ყველამ უნდა იცოდეს. 20 პროცენტი, ისეთი მაღალი რანგის ექიმები გვყავს, მსგავსები ევროპაშიც იშვიათია. მაგრამ, გამართულ ჯანდაცვას ,ყველა რგოლში მაღალი დონის სპეციალისტები ესაჭიროება.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share