გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი – რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მთავარი მოთხოვნა დასახელდა და ვადაც დაითქვა – 1 კვირა:
“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს 1 კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მას ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავს” განაცხადა აქციაზე, “სირცხვილიას” ხელმძღვანელმა, შოთა დიღმელაშვილმა.
“საქართველო ოლიგარქიული მმართველობის გარეშე” – რუსთაველის გამზირზე მორიგი ხალხმრავალი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “სირცხვილიაა”.